განათლების სამინისტრო თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:06, 14 Mar, 2016     2121

საქართველოს განათლების სამიისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა:

"უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლისა, აკადემიური საქმიანობის სივრცეა, სადაც სრული ავტონომიის პირობებში, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა. დაუშვებელია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზირება. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თუ სტუდენტთა ნებისმიერი გაერთიანების წარმომადგენლებთან, რათა საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან და სამართლიან სისტემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით.

ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები და ადმინისტრაცია უზრუნველყოფენ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრას კონსტრუქციული დიალოგის გზით, რათა არ მოხდეს სუდენტების შორის დაპირისპირება ან ნებისმიერი სახის პროვოკაცია.

ღრმად გვწამს, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტის უკეთესი მომავლის სურვილი ამოძრავებთ, რამაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42