პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვახტანგ მჭედლიძე შეუერთდა. მჭედლიძე საზოგადოებას დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.
''ვახტანგ მჭედლიძე არის ძლიერი კადრი. იგი გამორჩეულია საქმეში წარმატებით, ასევე არის გამორჩეული ბიზნესმენი, აქვს სოლიდური სპორტული წარსული - იყო რაგბის ნაკრების წევრი.ჩვენს პარტიაში მისი შემომატება არის გაძლიერების კიდევ ერთი ნიშანი. ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ლიდერი ლაგოდეხში იქნება. მე დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად "თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის არჩევნებში გავიმარჯვებთ. ლაგოდეხს აქვს ძალიან დიდი განუვითარებელი პოტენციალი. "თავისუფალი დემოკრატები" ვახტანგთან ერთად ვაპირებთ ამ პოტენციალის ამოქმედებას. ამ რესურსის კუთხე არ უნდა იყოს ისეთ გაჭირვებაში, როგორშიც დღეს არის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო "თავისუფალი დემოკრატი" და ვიშრომო ისეთ ხალხთან ერთად, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ჩემს მთელ რესურსს, ენერგიას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ გუნდი იყოს უფრო წარმატებული და, რა თქმა უნდა, გამარჯვებული", - განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






