,,დავაყენებ ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც მაესტროს ქონებას უკანონოდ გამოიყენებს“ - ლევან გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 21:39, 13 Mar, 2016     1906
ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძემ დღეს საღამოს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც გაჩეჩილაძე კოტე გოგელიას მხრიდან მაესტროს მიზანმიმართულ გაკოტრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმბგებლობის საკითხს ვინც მაესტროს ქონებას უკანონოდ გამოიყენებენ და ტელეკომპანიის საქმიანობას შეაფერხებს უკანონო ქმედებებით.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კოტე გოგელიას მიერ მაესტროს მიმართ დაწყებული გაკოტრების პროცესი არის მიზანმიმართული და ხელოვნური, მას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – მაესტროს სახელის და ქონების ხელში ჩაგდება.

ახლა ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა, რადგან საჯაროდ გაცხადდა მაესტროს მიერ იჯარით აღებულ შენობაში მისი დირექტორის არშეშვება კოტე გოგელიას და მისი დაქირავებული პირების მიერ, ასევე სხვა ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯაროდ გაცხადდა კოტე გოგელიას და ილია კიკაბიძის განზრახვა მაესტროს აპარატურის დირექტორის თანხმობის გარეშე გამოყენებისა და მაესტროს სახელით ალტერნატიული მაუწყებლობის დაწყების შესახებ. დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მაესტროს ჟურნალისტების გადაყვანა უნდათ იმ კომპანიაში, რომელსაც დღეს უკანონოდ მიტაცებული აქვს მაესტროს ბრენდი.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ დავაყენებ ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც მაესტროს ქონებას უკანონოდ გამოიყენებს, შეაფერხებს მაესტროს საქმიანობას მისი დირექტორის მიმართ უკანონო მოქმედებებით. გარდა ამისა, მოვითხოვ ზიანის ანაზღაურებას იმ პირებისგან, ვინც მაესტროს თანამშრომლებს აიძულებს, რომ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიასთან.

მოვუწოდებ მაესტროს თანამშრომლებს, ნუ შეჰყვებიან ბინძურ თამაშებში მაესტროს დანგრევის და მისი ქონების მიტაცების მსურველებს და ნუ ითანამშრომლებენ კომპანიასთან, რომელთანაც მაესტროს ამჟამად სამართლებრივი დავა აქვს.

ასევე, მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს და სასამართლოს, ნუ მოექცევიან აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის გავლენის ქვეშ და არ დაუშვან მაესტროს საკუთრების უკანონო ხელყოფა და მისი, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიისთვის, შეფერხებების შექმნა," - ნათქვამია ლევან გაჩეჩილაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42