ხმაური უნივერსიტეტში - ,,ასისტენტი იქნება თუ სრული პროფესორი, ასეთ განცხადებაზე ადეკვატური ზომები იქნება მიღებული“
პოლიტიკა - 20:16, 13 Mar, 2016     2385
თსუ-ში შეკრებილი სტუდენტების პროტესტი გამოიწვია იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-ასისტენტის გიორგი რუსიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულმა განცხადებამ. სტუდენტებმა განმარტება იურიდიული ფაკულტეტის დეკანისგან, გიორგი ბურდულისგან მოითხოვეს.

გიორგი ბურდულმა შეკრებილ სტუდენტებს განუცხადა, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს. მის ამ განცხადებას სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ბურდულის განცხადება მიუღებელია თსუ-ს რექტორისთვისაც. ლადო პაპავა აცხადებს, რომ თუკი ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ადეკვატური ზომები იქნება მიღებული.

„ვინც არ უნდა იყოს, ასისტენტი იქნება თუ სრული პროფესორი, არავის მხრიდან არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც სტუდენტის ღირსებას შეურაცხყოფს. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენ გვაქვს წესდება, ამის ჩარჩოდან არ გამოვალთ, ეს ფაქტი ოფიციალურად შემოვიდეს და მივცემთ შიდა გამოძიებისთვის" - მიმართა სტუდენტებს ლადო პაპავამ.

ცნობისათვის, რუსიაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე სტუდენტებს მიმართა:

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც ჩემი საგანი გაქვთ არჩეული და მიგაჩნიათ, რომ დეკანი სამარცხვინოა, თამამად შეგიძლიათ თავი აღარ შეიწუხოთ ლექციებზე დასწრებით და საგამოცდო ნაწერზე მიუთითოთ "სამამარცხვინო დეკანი" ან უბრალოდ ს. დ. გარანტირებულად გექნებათ 100 ქულა, რათა ხელი აღარ შეგეშალოთ სხვა არასამარცხვინო იურიდიულ ფაკულტეტზე გადასვლაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42