P.S-ის კორეპსონდენტი ჟურნალისტ ზაზ სვანაძეს შეხვდა, რომელიც წინა პრეზიდენტის წინააღმდეგ იბრძოდა და ორჯერ იყო დაკავებული. შს სამინსტროს გენერალური ინსეპექციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ინგა ბერიკაშვილმა ჟურნალისტ ზაზა სვანიძეს უკრაინიდან 3 თვის წინ დაურეკა და ფულის სანაცვლოდ საქართველოდან აქტვისტების ჩაყვანა და ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ აქციების გამართვა შესთავაზა.
სვანიძე ამბობს, რომ ოდესის ცენრში უნდა გამართულიყო აქციები, მონაწილეობა უნდა მიეღო შოუებში და უნდა მომხდარიყო სააკაშვილის მხილება. საუბარი იყო 12 ადამიანის მონაწილეობაზე, რომელთა უსაფრთხოებაზეც თავად დამკვეთები იზრუნებდნენ, მათ შორის ოდესაში მათ ცხოვრებაზე.
თავდაპირველად დამკვეთი ითხოვდა, რომ ოდესელებისათვის სააკაშვილის ,,ბნელი წარსულის“ შესახებ მოეთხროთ, მოგვიანდებით კი დავალება გართულდა. სვანაძე ამბობს, რომ შემდგომი დავალებები შავ პოლიტიკურ სამუშაოს უკავშირდებოდა, რაზეც ჟურნალისტმა უარი თქვა.
დამკვეთები სკაიპში იწერებოდნენ, რომ ყველა თანხას გადაიხდიდნენ, რომ სააკაშვილს მომავალ არჩევნებში, უკრაინაში არ გაემარჯვა. მათ სვანაძეს 500 დოლარიც გადაურიცხეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. აქტივისტები, ინსტრუქციის თანახმად, დაკავებისთვისაც მზად უნდა ყოფილიყვნენ. სვანაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ 2 კვირის მანძილზე ის კონტაქტზე აღარ გასულა. მისი თქმით, უკრაინიდან მაქსიმ გორაი სასწრაფოდ დაკავშირებას სთხოვდა და უხვ დაპირებებს აძლევდა.
სვანაძე ამბობს, რომ მას ცალსახად შეუძლია თქვას, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მომწვევი მხარე და დამკვეთი უკრაინელი ოლიგარქი კოლომოლსკი იყო. მიმოწერის თანახმად, უარის გამო კოლომოლსკიმ საქართველოში სხვა მომხეების ძებნა დაიწყო. შუამავალი ბერიკაშვილი, რომელიც შსს-ში ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაინიშნა, ,,პოსტსკრიპტუმთან“ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მას სთხოვეს, სვანაძე როგორც აქტიური მებრძოლი სააკაშვილის წინააღმდეგ დაეკავშირებინათ.
ქართველების აქციები ოდესაში ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, სააკაშვილის წინააღმდეგ ახლა ქალაქში აქტიური კამპანია მიმდინარეობს. ქუჩაში დადის ავტომობილი, რომელიც ხალხს ურჩევს, გუბერნატორი გააძევნონ. ქალაქის 20 წერტილში კი სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
მასალის გამოყენების პირობები






