,,აწარმოე საქართველოში“ მენეჯერს სამსახურიდან წასვლა აიძულეს
პოლიტიკა - 15:47, 13 Mar, 2016     2247
პროექტ "აწარმოე საქართველოში" მენეჯერს გურიის მხარეში, დავით გოგუაძეს, ოპოზიციონერის შვილობის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამსახურიდან წასვლა აიძულა.

დავით გოგუაძემ განცხადება, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, ორი დღის წინ დაწერა.

მისი სამსახურიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად პირადი განცხადებასახელდება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ის სარეკლამო ბანერის ირგვლივატეხილ აჟიოტაჟს შეეწირა. რადაგან სარეკლამო ბანერი განთავსებული იყო,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის თავზე.

ცნობისთვის დავძენთ, რომ დათო გოგუაძე ლანჩხუთის ექს გამგებლის და ,,ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის“ წევრის გიაგოგუაძის შვილია.

მანამდე სარეკლამო ბანერის ჩამოხსნას წინ უძღოდა რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი, როცა,, ქართული ოცნების“აქტივისტს და ა(ა)იპ „ტექსერვისის“თანამშრომელს ნუგზარ ცინცაძეძეს იგივე ( ცანცუა) ,,ნაციოანალების“ ოფისის თავზეგამოკრული ბანერი თვალში არ მოუვიდა და მაშინ იქვე გააპროტესტა. ,, აქედან მოაშორეთო“.

მომხდარიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი განაჩენიც სისრულეში მოიყვანეს, სარეკლამო ბანერი ჩამოხსნეს! ლანჩხუთისადგილობრივ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განმარტავენ, რომ ეს პირდაპირი გამოძახილი იმ ინციდენტისროცა მათი ოფისის დარბევა მოხდა.

კახა ასკურავა, „ნაციონალური მოძრაობა“: „ის პროექტი,რომელსაც პრემიერ -მინისტრი ყველა შეხვედრაზე აპიარებს, ვერდაიცვა . ვიღაცეების ჭკუაზე გაიარეს და ჩამოხსნეს. შემდგომ ამას მოყვა ის რომ დათო გოგუაძე გაუშვეს. ანუ რა გამოდისპრემიერ -მინისტრი, რომელიც ყველა დღე გამოდის ამ პროექტის სიკეთზე გველაპარაკება სარეკლამო ბანერს ვერ იცავს.ბანერის დაცვა არ შეუძლია ლანჩხუთის პროვინციაში ვიღაცა ნუგზარ ცინცაძის მიერ დაწუნებული ადგილისთვის. ამაზეპასუხიმგებლობას ვერც გუბერნატორი, ვერც გამგებელი და ვერც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ მოიხსნის. რომელიცმთვრალ მდგომარეობაში დადის სუფრებზე და კახა ასკურავას და გია გოგუაძის დაჭერით იმუქრება.პირდაპირ გეტყვით,„ცანცუამ“ პრემიერ -მინისტრს კვირიკაშვილს პროექტ ,,აწარმოე საქართველოს“ მენეჯერი მოუხსნა“.

გია გოგუაძე: „ მე ერთი რაღაცა ვიცი და ამაზე განმარტებას სულ ვაკეთებ, საჯარო მოხელეებს ვეუბნები, რომ ისწავლეთნორმალურად ქცევა და აზროვნება. სამწუხაროდ არც რაიონის პირველი პირები არ აზროვნებენ სახელმწიფოებრივად. როცაჩემამდე მოვიდა ეს ინფორმაცია, დათომ ესაუბრა და აუხსნა საკრებულოს თავმჯდომარეს , რომ ყველაფერი კანონის სრულიდაცვით ოფიცალურად მოხდა. საკრებულოს თავმჯდომარემ უთხრა, რომ კი ბატონო თქვენ მართალი ხართ, მაგრამ არისრაღაც გარემოებებიო. მაშინ დათომ უთხრა, რომ თუ თქვენ სახელმწიფო პროექტის სარეკლამო ბანერს ვერ იცავთ, მაქვსპროტესტი იმის გამო რომ არ ღირს იქ მუშაობა სადაც ბანერს ვერ იცავენო.ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მანგანცხადება დაწერა. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ მათ არა ააქვთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენ უნდა გვქონოდაპირიქით შენიშვნა რომ მათმა დიდმა სარეკლამო ბანერის ჩრდილმა ჩვენი ბანერი დაფარა“.

მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს ასევე ლანჩხუთელი,, თავისუფალ- დემოკრატი “ვახტანგ ზენაიშვილი:,,ეს არის რაიონისხელმძღვანელობის სირცხვილი. ადრეც მითქვია და ახლაც ვამბობ, რომ ლანჩხუთში ეს არის „ცანცუიზაციის“ გაგრძელებისპროცესი. სხვათაშორის ოდეერები არის პრობლება დღევანდელი ხელისუფლების და ოდეერებით იმართებადაწესებულებები. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ცანცუა არის ლანჩხუთის „ოდეერი“. ფაქტობრივად ხელშეუხებელია,რაც უნდა იმას აკეთებს. ეს სამარცხვინო და ამაზრზენი ამბავი ტრიალებს ლანჩხუთში“ _ განმარტავს ზენაიშვილი.

ცოტა მოგვიანებით კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოესაქართველოში" მეორე ეტაპის პრეზენტაცია. სადაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარებისსააგენტოს წარმომადგენლებმა უშუალოდ პროგრამის არსსა და მიზნებზე ისაუბრეს. საუბარი კითხვა -პასუხის რეჟიმშიმიმდინარეობდა თუმცა, შეხვედრაზე ,,მოულოდნელად“ გამოჩენილმა,, სტუმარმა “ ყველაფერი ,,თავდაყირა“ დააყენა.

"ეს თქვენი გამოყოფილი თანხები პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გავლით რიგდებოდა. თქვენ ამასყურადღებას არ აქცევთ?! თუნდაც "ქართული ოცნების" ოფისზე განთავსებულიყო ეს ბანერი, იმასაც გავაპროტესტებდით.თქვენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხომ ხართ? ჰოდა, გადაეცით თქვენს ეკონომიკს მინისტრს ჩემგან - ესბანერები იქ განათავსოს, სადაც საჭიროა, თორემ აქამდე 200 მინისტრი მოსულა და წასულა, ლანჩხუთელებს ბევრიწაგვიყვანია და მოგვიყვანია. მე ამ სიტყვების არ მეშინია, ამას ვამბობ მე, ნუგზარ ცინცაძე“ – „მოულოდნელმა სტუმარმა ყვირილით „მიახალა“ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.

„ თქვენთან კადრების ფილტრაცია არ ხდება? საიდან ნიშნავთ ამ ადამიანებს? კი , პოლიტიკური ნიშნითაც ინიშნებიანადამიანები, მაგრამ ვინ გყავთ, ვის ნიშნავთ რაიონებში, არ აკონტროლებთ ამას?! თქვენც გაგიშვებენ მაგ სამსახურიდან,რატომ იცით?! იმიტომ რომ ბანერებს "ნაციონალების" ოფისებზე კიდებთ" - ცხარობდა ცანცუა.

ამ უკანსაკნელს ჯერ ტონის დაწევა ურჩიეს შემდეგ კი განუმარტეს, რომ ისინი ბანერზე სასაუბროდ არ ჩამოსულან. ,,აქიმისთვის ვართ, რომ წარმოგიდგინოთ პროგრამა. გვინდა გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვართ,თან ასეთი ტექნიკური დეტალები საჯარო განხილვის თემა არ არის. როგორც ვიცით, ეს ბანერი უკვე ჩამოხსნილია და სჯობსიმ სიკეთეებზე ვისაუბროთ, რაც ამ პროგრამამ უნდა მოუტანოს რიგით ადამიანებს"

გარკვეული შელაპარაკება ახსნა თუ განმარტებების შემდეგ ნუგზარ ცინცაძემ დარბაზი დატოვა.

შეხვედრის დასასრულს მედიისთვის კომენტარი კომპანიის ხელმძღვანელმა მაია შინშიაშვილმა გააკეთა:

,,იმდენად შეწუხდა ხალხი, რომ ბანერი ჩამოვხსენით და სხვაგან დავკიდებთ, როცა ბანერი მზად იქნება. ეს იმდენადმნიშვნელოვანი პროგრამაა რომ სარეკლამო ბანერის გამო რომ ამ პროგრამას ჩრდილი არ უნდა მიადგეს. რაც შეეხებამენეჯერს, ასეთი აჟიტოაჟის შემდეგ ამ ადამიანმა ჩათვალა, საჭიროდ, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან.მე არა ვარ ლანჩხუთელი, თბილისელი ვარ, მაგრამ როგორც ჩანს ეს ადამიანი ლანჩხუთში არ გიყვართ. დათო ძალიან კარგითანამშრომელი იყო და ამიტომ ყველამ ჩაიხედეთ საკუთარ გულებში“ - დასძინა რესპონდენტმა.

ცნობისათვის: „ცანცუა“ იგივე ნუგზარ ცინცაძე, ლანჩხუთში „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების სახეა, ის უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ არაოფიციალურ დარბევებსა და ანგარიშსწორებებში, იქნება ეს ფეხბურთის ფედერაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმები, ადგილობრივი ჟურნალისტის გატაცება, თუმც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არაერთი განცხადებაა შესული პოლიციასა და პროკურატურაში, არცერთხელ ამ საქმეებზე ძიება ან ბოლომდე არ მისულა, ანაც საერთოდ არ დაწყებულა.

ლანჩხუთში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა გახმაურებულ შემთხვევაში, „ცანცუა“ იგივე ნუგზარ ცინცაძე, სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42