ბახტურიძე ამბობს, რომ ოდეერის არსებობა მისთვისაც მიუღებელია, მისი თქმით, გაუგებარია, რატომ დუმდა რექტორი სამი წელი, თუკი უნივერსიტეტში ოდეერი იყო.
ბახტურიძემ ,,კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ პაპავას საკუთარი კანდიდატურის გაყვანა უნდოდა, რომელიც ,,ევრაზიული კავშირის“ გამგეობის წევრი იყო.
,,რაც შეეხება გაფინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, თეორიული არგუმნენტები ბევრი მოვისმინე, მაგრამ დადასტურებული ვერცერთი ვერ ვნახე. პაპავა ამბობს, რომ გაფრინდაშილთან კითხვები ჰქონდა და არ დაუჭირა მხარი, სამაგიეროდ მან მხარი დაუჭირა კანდიდატს, რომელიც კინაღამ კანცლერად მოგვევლინა, მაგრამ პროტესტის ფონზე გადადგა, მის კანდიდატურას აპროტესტებდნენ როგორც სტუდენტები ასევე პროფესორიები. რექტორმა თავის დროზე ამ პროტესტის გაღვიღვებას ხელი შეუიწყო. სტუდენტები არიან რამდენიმე ადამიანის პირადი ინტეერსების მსხვერპლი.
პირველი კანდიდატი რომელიც იყო არჩეული, ყველამ იცოდა რომ ის ვლადიმერ პაპავას კადრი იყო, მან მოახდინა აკადემიურ საბჭოზე გავლენა და აარჩევინა, მაგრამ პროტესტის გამო გადადგა. ეს კანდიდატი გია ხუბუას დროს იყო შემჩნეული პროფესორების უნივერსიტეტიდან გაყრაში. გარდა ამისა, ის იყო ევრაზიული კავშირის გამგეობის წევრი. ეს დოკუმენბტაციისთ დასტურდებოდა და სოსო არჩუაძეს მეტი ალტერნატივა არ დარჩა და მოხსნა კანდიადტურა. რექტორმა ამიტომ თავის კანდიდატურა ვერ გაიყავანა“ - განაცხადა ბახტურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






