,,ეს არის ყველაფრის მკადრებელი, არაადამიანებისგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. მგონია რომ მათ არც დედა ჰყავთ და არც მამა“ - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებით ხელისუფლება საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა.
,,ჩვენ გვთვლიან მოწინააღმდეგეებად. ნურავინ ნუ შეეცდება სხვა ინტერპრეტაცია მისცეს ამას. საზოგადოებაში ეს იწვევს სხვა რეაქციას. რაც უფრო მეტს ასეთ ჩაიდენენ, მით უფრო გაუწევენ საკუთარ თავს დისკრედიტაციას. ამ ჯგუფს ასეთი მეთოდებით სურს წაიყვანოს პოლიტიკური დაპირისპირება. ეს ერთგვარი ტესტი იყო - საზოგადოება როგორ შეხვდებოდა ამ ყოველივეს. ვიდრე დამნაშავე არ იქნება დასჯილი და რეალურად განადგურებული, ვიდრე არ მოხდება ამ მასალების განადგურება, ბუნებრივია ჩვენი საერთო ბრძოლა ბოლომდე ვერ იქნება მიყვანილი“ - განახადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






