,,წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ამ მასალების დაგროვება, რომ გვეგონა ღარიბაშვილმა გაანადგურა, ასე არ აღმოჩნდა, ეს არის გამოწვევა, ეს არის კონკრეტულად პრემიერის გამოწვევა, შესაძლოა მისი ყურადღების მიღმა შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიეცათ ეს დავალება. პრემიერის მოვალეობაა, არამარტო სერიოზული სახით გააკეთონ განცხადებები, არამედ მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე. აქ არის მთავარი როგორი საზოგადოება გვინდა რომ ავაშენოთ.
ერთი კვირით ადრე ვნახეთ, რომ ტყვიებით და ჩაქუჩებით გაუსწორდნენ ჩვენს ერთერთ ლიდერს, მეორე კვირას კი მორალურად გაუსწორდნენ ჩვენი გუნდის წევრს. მათ გადალახეს წითელი ხაზი. ეს არის ტესტი არა მარტო სამართალდამცავი სამსახურებისთვის, არამედ ტესტი ახალი პრემიერმინისტრისთვისაც. ხელისუფლებაში არიან ძალები რომლებიც არ იმართება პრემიერიგან, არამედ იმართება არაფორმალური ძალების მიერ“ - განაცხადა ალასანიამ ,,კურიერის“ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






