პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ პირადპირ ეთერში კომენტარს აკეთებს.
ჩიქოვანის განცხადებით, თუ სახელმწიფომ მომხდარის გამოძიება ვერ შეძლო, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას საზოგადოების დაცვა არ შეუძლია:
„ის განცხადებები, რომლებიც გააკეთეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი შესაძლოა ხვალ და ზეგ იყოს ამის მსხვერპლი, თუ ეს გამოძიება არ დასრულდა შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი მოვალეობის შესრულება.
ჩვენ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ შეგნებულად არ გავაკეთეთ განცხადებები, ის უპრეცენდენტო სოლიდარობა, რომ წინ აღვუდგეთ ამ ყოველივეს, არის მისასალმებელი. ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი, რომ ეს ყველაფერი იყოს აღკვეთილი. ეს არის შეტევა არჩევნებზე, „თავისუფალ დემოკრატებზე“, დღეს ინტერესი აქვს ვიღაცას, რომ პირდაპირ აღუდგეს იმ მხარდაჭერას, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ იზრდება.
ეს არის მთავარი პოლიტიკური ნების არსებობა. საქართველომ უნდა დაამთავროს ისეთ ეპოქებში ცხოვრება, სადაც ეს გროვდებოდა და მეორე ეპოქით სადაც ეს ვრცელდებოდა. პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ, ჩვენ ეს არ შეგვაშინებს, ეს გაგავაძლიერებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






