ყველა კარგად ვიცნობთ ამ კეთილ დათვს, რომელსაც ცხოვრება თაფლის გარეშე არ შეუძლია და რატომღაც არ აცვია შარვალი. დღეს ჩვენ რაღაც ახალსა და სენსაციურს გავიგებთ მასზე. ბოდიში, ვინი, მაგრამ დასამალი აღარაფერი აღარ გაქვს.
წიგნის, Finding Winnie: The True Story of the World’s Most Famous Bear თანახმად, ვინი წარმოშობით კანადიდანაა.
1914 წელს კანადის არმიის ლეიტენანტმა ჰარრი კოლბორნმა მონადირისგან დათვის ბელი იყიდა და ფარულად გადაიყვანა დიდ ბრიტანეთში. ბელი არმიის თილისმად იქცა.
კოლბორნმა გადაწყვიტა ბელისთვის სახელი მისი ქალაქის, ვინიპეგის საპატივცემულოდ დაერქმია და ასე დაერქვა ბელს ვინი. საფრანგეთში სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად წასვლამდე, კოლბორნმა ვინი ლონდონის ზოოპარკში დატოვა, სადაც ხშირად დადიოდა ბიჭი სახელად კრისტოფერ რობინი, მამამისი კი იყო ალან მილნი, ვინი-პუჰზე წიგნის ავტორი.
სწორედ კოლბორნისგან და მილნისგან არის ცნობილი, რომ ვინი მდედრობითი სქესის დათვია.
ახლა კი ყველაფერი ვიცით: ვინი მდედრობითი სქესის დათვია, რომელსაც თაფლი ძალიან უყვარს.
მასალის გამოყენების პირობები






