ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე სოციალური ქსელის საშუალებით გუშინ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება.
ბედუკაძე საკუთარ განცხადებაში, „რუსთავი 2“-ს მიმართავს:
“უდიდესი შეცდომა არსებული ხელისუფლების იყო და არის ის, რომ ნეოფაშისტური რეჟიმის უერთგულეს მსახურთ, “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურად ქცეული ტელევიზიის მონა, ე.წ. ჟურნალისტებს, სასამართლოს ძალით არ აეკრძალათ ჟურნალისტური საქმიანობა- წლების მანძილზე მათ მიერ ადამიანების მიმართ აგორებული ტყუილების, ცილისწამების, სიბინძურის ნიაღვარის გამო.
2012 წლიდან მოყოლებული ჩემი დისკრედიტაცია იყო და არის “ნაციონალური მოძრაობის” უმთავრესი ამოცანა, იმ ლაქის ჩამოსარეცხად , რაც მათი რეჟიმის მხილებით მიადგათ.
არაერთხელ ვქცეულვარ სიცრუის მანქანის- “რუსთავი 2”-ის თავდასხმის ობიექტი, თუმც არც ერთი , ხაზვს ვუსმავ-არც ერთი ე.წ. დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია არ დაინტერესებულა სიმართლის ძიებით და ეყრდნობოდა მხოლოდ და მხოლოდ კვესიტაძის თუ გაბუნის გადაცემებში შეკოწიწებულ “ჭეშმარიტებას” .
“რუსთავი 2 “-ს უდანაშაულობის პრეზუმპცია ჩირადაც არ უღირთ, ისე შეუძლიათ უწოდონ ადამიანს მკვლელი, მწამებელი, დღეს, მათივე მამამთავრის დავალებით და პირადი სიამოვნებისათვის შექმნილი კადრების გამო წუხან თურმე.. სინამდვილეში, კარგად იცინ , რომ თითოეულ მათგანზეც არსებობს მსგავსი რამ!
ეს ხრავთ და აწუხებთ მხოლოდ!
-” ხელისუფლებას გვინდა შევახსენოთ ვლადიმერ ბედუკაძე. ციხის სასტიკი კადრების ავტორი, რომელიც მთავარი პროკურორის წყალობით სრულად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან, დღეს ის თავს ჩვენს კოლეგას უწოდებს და მეტიც მწამებელი დღეს, უფლებადამცველის სტატუსითაც სარგებლობს” – იუწყება ღრმადდამწუხრებული “კურიერი”.
რა მწარედ ცდებით, ბატონებო!
მე, თქვენი კოლეგა არასოდეს ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები, არც უფლებადამცველი ვარ, უჩემოდაც კარგად დაიცავს “საია”, მე და თქვენს შორის ვინ უფრო მწამებელია, ეს საზოგადოებამ უკეთ უწყის, ადამიანებს, რომლებსაც თავმოყვარეობის გრძნობა სრულად დაგიკარგავთ და უსულო რობოტებს დამსგავსებიხართ, რევანშის სურვილი მოსვენებას გიკარგავთ , ასეთი იაფფასიანი “ტრიუკებით” ფონს ვერ გახვალთ”, – წერს ბედუკაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






