უნდა დასრულდეს ბინძური მეთოდებით წარმოებული პოლიტიკური ბრძოლა - „ნაციონალური მოძრაობა“
პოლიტიკა - 21:25, 11 Mar, 2016     1840

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოში უნდა დასრულდეს ბინძური მეთოდებით წარმოებული პოლიტიკური ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ფაბრიკაცია-გავრცელება ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. ამას ხელს უწყობს ის, რომ მიუხედავად უკვე დაფიქსირებული ათეულობით შემთხვევისა ხელისუფლების მიერ არ ჩატარებულა გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები.

დამნაშავე დაუსჯელი დარჩა იმ შემთხვევაშიც კი, სადაც მისი ავტორი აშკარად ინდენტიფიცირებული იყო. ყველაზე ნათელი მაგალითია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ხვედელიძის მიერ ჩადენილი დანაშაული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა შემთხვევაში ჩანაწერების ტირაჟირებას ხელს უწყობდნენ მთავრობასთან ღიად აფილირებული მედია საშუალებები.

„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ეს სიბინძურე უნდა დამთავრდეს და დასრულდება კიდეც 2016 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ძალოვანი სტრუქტურების რეალური რეფორმით, მათ შორის სუს-ის გაუქმებით და დაუსჯელობის აღმოფხვრით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42