საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "ოდეერის ინსტიტუტი" საქართველოს უნივერსიტეტებში მიუღებელია!“
პოლიტიკა - 16:46, 11 Mar, 2016     1772

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები კახაბერ კოჟორიძე და სოფიო შამანიდი, დღეს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. პრეზიდენტის წარმომადგენლები უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე პირადად გაეცნენ და სტუდენტების პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრა ასევე გაიმართა პრეზიდენტის მრჩევლებსა და უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას შორის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტის და პრეზიდენტისადმინისტრაციის ცალსახა პოზიციაა, რომ თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. "ოდეერის ინსტიტუტი", იგი აუცილებლად უნდა გაუქმდეს:

"როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მაშინვე გააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოდეერის ინსტიტუტი". თუ ადმინისტრაციაში არ უნდა იყოს მსგავსი ინსტიტუტი, უნივერსიტეტში ასეთი რამ არის სრულიად წარმოუდგენელი. სიტყვა თავისუფლება – სრული დატვირთვით სწორედ უნივერსიტეტში უნდა რეალიზდეს. ეს არის პრეზიდენტის ცალსახა პოზიცია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

„მოვისმინეთ მათი პოზიციები. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ უნივერსიტეტში მთავარი არის სტუდენტები, ყველაფერი უნდა ხდებოდეს იმისათვის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თუკი შეიძლება აქ მხარეებზე საუბარი, რომ საკითხი, რასაკვირველია, უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების გზით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩიხი არასოდეს არსებობს და აუცილებლად მოიძებნებაკომპრომისული გზა ამ პრობლემის მოგვარებისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი არ ჩაერევიან უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42