საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უნივერსიტეტში „ოდეერის“ ანუ უსაფრთხოების ოფიცრების არსებობის ფაქტებს ხსნის. მისი განმარტებით ეს სამუშაოები აუცილებელი იყო იმისათვის, რათა არ მომხდარიყო სტუდენტების გადაბირება სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ:
„კონტრდაზვერვითი საქმიანობა ეს არის აუცილებელი. ხვალ რომ მოხდეს ისე, რომ ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი აღმოჩნდეს „ისლამურ სახელმწიფოში“ რა პასუხს მომთხოვთ მე? ხომ მკითხავთ სად ვიყავი მანამდე? სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ ყოველივეს ყურადღება მიაქციოს. დაუსვით ლადო პაპავას კითხვა, ხომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მანამდე არსებული უშიშროების ოფიცერი ერეოდა თუ არა რაიმე სახით უნივერსიტეტის საქმიანობაში? თუ ერეოდა და ლადო პაპავას პრობლემებს უქმნიდა, რატომ არ მიმართა მან შესაბამის სამსახურებს“, - მიმართა კითხვით სესიაშვილმა ლადო პაპავას.
მასალის გამოყენების პირობები






