საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. სესიაშვილის განცხადებით, იგი აღიარებს, რომ უნივერსიტეტებში უშიშროების ოფიცრები იყვნენ ჩანერგილნი:
„ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდება, სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები თვალყურსაც კი ვერ ადევნებენ ამ ყოველივეს. როდესაც საუბრობენ ჩემი ოპონენტები, რომ „ოდეერები“ ანუ უშიშროების ოფიცრები ყველაგან არიან და მათ მიერ ხდება ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, როდესაც შსს-სგან გამოვყავით უსაფრთხოების სამსახური, მაშინ შევიტანეთ ცვლილება კანონმდებლობაში, ჩვენ ეს სამსახური მთლიანად გავაუქმეთ, თუმცა მაღალი რისკის მქონე სუბიექტები განვსაზღვრეთ, მთავრობამ კონკრეტულად განსაზღვრა თუ რომელია ეს სუბიექტები.
დიახ, მე გიდასტურებთ, რომ წლების მანძილზე, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახლემწიფო დაწესებულებებში ასეთი უშიშროების ოფიცრები იყვნენ და თავიანთ ფუნქციებს ასრულებდნენ“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






