„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. TV პირველის ეთერში კუკავამ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს „ოდეერი“ ყველა სტრუქტურაში ჰყავს, გია ვოლსკის კი „პარლამენტის ოდეერი“ უწოდა:
„ის, რომ „ოდეერები“ არიან უნივერსიტეტებშიც და ყველა ხალხმრავალ დაწესებულებებში ეს არ არის სიახლე. ნამდვილად უტიფარი უნდა იყოს ადამიანი, ბერძენიშვილი რომ დავინახე დღეს სტუდენტებთან, რომ მივიდეს უნივერსიტეტში. 2016 წელს როცა გვიწევს უნივერსიტეტის „ოდეერებზე“ საუბარი, ეს არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის საქართველოს პრობლემა. სანამ იქნება საქართველოში ივანიშვილი და ოცნება, მანამდე იქნება ეს პრობლემა, სხვანაირად მართვა არ შეუძლიათ მათ. პარლამენტსაც ჰყავს თავისი „ოდეერი“, ვოლსკი, ის იღებს გადაწყვეტილებებს, ის იღებს დირექტივებს თავისი ზემდგომებისაგან, ჩათვალეთ ეს არის ბრალდება“, - განაცხადა კახა კუკავამ.
მასალის გამოყენების პირობები






