ყველაფერი 7 მარტს დაიწყო, როცა ახალგაზრდებმა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ 25 000 ლარის ბაკურიანის ტრენინგში დახარჯვის წინააღმდეგ აქცია გამართეს.
სწორედ ამ დღეს თსუ - ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სახელმწიფო უშიშროების ოფიცრები იმყოფებიან.
სტუდენტებმა კი ღიად თქვეს, რომ ე.წ ოდეერი კანცლერობის ერთადერთი კანდიდატის ჯგუფელი და მეგობარი, გიორგი გაფრინდაშვილია, რომლის დანიშვნა გუშინ, 10 მარტს სტუდენტებმა ჩაშალეს.
„ნიუპოსტი“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გიორგი არობელიძეს ესაუბრა.
- თსუ-ში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი იმყოფებოდა, თუმცა სტუდენტებმა მასთან საუბარი არ ისურვეთ, როგორ გგონიათ თემის პოლიტიზირებასთან გვაქვს საქმე?
- ეს პროტესტი ყველა პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ჩვენ თავისუფალი სტუდენტები ვართ და არ მივცემთ პოლიტიკოსებს იმის უფლებას, რომ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოგვიყენონ. სტუდენტებმა ბატონ დავით ბერძენიშვილს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეთ თუმცა იქვე სთხოვეს, რომ პოლტიკური განცხადება არ გაეკეთებინათ.
- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?
– ჩვენი მთავარი მოთხოვნაა კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა მოხსნას, ამასთან დაიწყოს სასწრაფო გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობის შესახებ. ამას იზიარებს რექტორი, აკადემიური საბჭო და ლექტრორების დიდი ნაწილი.
-ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სახელმწიფო უშიშროების ოფიცრები იმყოფებიან თქვენი აზრით „ოდეერი“ გიორგი გაფრინდაშვილია?
- გიორგი გაფრინდაშვილი იყო იმ ძალადობრივი ძალის წევრი, რომლებიც ძალადობდნენ სტუდენტებზე, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს მათი პოლიტიკური შხედულებების გამო. ისევე როგორც ლექტორებს უშვებდნენ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეო-კადრები არსებობს, სადაც ნათლად ჩანს როგორ მფარველობს გაფრინდაშვილი მოძალადეებს და კონფლიქტში შედის მოწინააღმდეგე სტუდენტებთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის მეორე პირი არ უნდა იყოს ადამიანი, რომლის წარსულზე არსებობს ძალიან ბევრი კითხვა. ის წლების განმავლობაში იყო თვითმართველობის წევრში და სარგებლობს მხარდაჭერით ისედაც პრივილეგირებული თვითმართველობის წევრებისგან.
- რა პრეტენზიები გაქვთ აკადემიურ საბჭოსთან?
- ამ საბჭომ წარდგინა გიორგი ფაგრინდაშვილის კანდიდატურა, მხარი დაუჭირეს რაც მიუღებელია. აკადემიურ საბჭოს კეთილი უნდა ენება და შეესწავლა გაფრინდაშვილის წარსული და მიეღო გადაწყვეტილება, ეჭვ ქვეშ ვაყენებ მათ კომპეტენციის საკითხსაც.
- აკადემიურ საბჭოსზე პოლიტიკური ზეგავლენა ხომ არ იგრძნობა?
-დადასტურებული ფაქტია, რომ უნივერსიტეტში არიან ე.წ ოდეერები. გაფრინდაშვილის კანდიდატურის წინ წამოწევა დაკავშირებულია სახელმწიფო სტრუქტურების ნებასთან.
- არსებიბს მოსაზრება, რომ ვლადიმერ პაპავა დგას ამ პროტესტის უკან, რადგან მან სასურველი კანდიდატი ვერ გაიყვანა აკადემირ საბჭოში?
- ეს არის ტყუილი. ის სტუდენტები, რომლებიც დღეს მართავენ აქციას, მათ არაერთი აქცია გაუმართავთ ლექტორატის წინააღმდეგ. ყველამ იცის ჩვენს ქვეყანაში ვინ ვართ და იმაზე საუბარი რომ ჩვენ პაპავა გვმართავს ეს არის უსამართლობა. ამას ავრცელებენ ის ჯგუფები , რომლებსაც გაფრიდაშვილის კანცლერობა სურს, საუბარია თვითმართველობაზე, უშიშროებასა და თავად გაფრინდაშვილზე. ჩვენ დავიკავეთ პირველი კორპუსი ბრძოლა გრძელდება. უნივერსიტეტი ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას თუ გიორგი გაფრინდაშვილი დაიკავებს ამ თანამდებობას.
თავის მხრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
"აკადემიური საბჭოს 9 წევრმა მხარი დამიჭირა და ყველანაირი უფლება მაქვს წარვსდგე საბჭოს სხდომაზე. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას, არ ვაპირებ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის კონსტრუქციული დიალოგი. თუ ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემს გეგმაშია, ვერ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს, შესაძლებელია ამის გადახედვა".
ბოლო ინფორმაციით, ილიას უნივერსიტეტთან ილიაუნის სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. ილიაუნის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ მოთხოვნებს იზიარებენ.
აქციის მონაწილეები ცოტა ხანში "ილიაუნიდან" თსუ-ში აპირებენ გადანაცვლებას, სადაც იქ მყოფ სტუდენტებს შეუერთდებიან.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






