„იუსტიციის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას“
პოლიტიკა - 13:36, 11 Mar, 2016     1752

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები შესაძლოა აღქმული იყოს, ამ უწყებაზე ზეწოლის მცდელობად:

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, უპასუხოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც მან აშკარა უპატივცემულობა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი თითოეული წევრის მიმართ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მოღვაწეობის დასრულება.

მიგვაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი და სასამართლოსადმი მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არამედ ასევე დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. იმავდროულად, იუსტიციის მინისტრისა და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და აღიქმება როგორც ამ ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა, რამაც ასევე შესაძლოა წაახალისოს გარკვეული ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება.

შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მის ძირითად


ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოთა (აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება. საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის ძირითადი კანონით მინიჭებული აქვს მანდატი, შეზღუდოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციით მისთვის დადგენილ უფლებამოსილებებს აჭარბებს და გაუმართლებლად ერევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში. პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა და შინაარსი განსაზღვრავს კანონის უზენაესობის პრინციპისადმი მის დამოკიდებულებას, ავლენს მის პოლიტიკურ კულტურას.

საკონსტიტუციო სასამართლოს, სამწუხაროდ, ახსოვს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული არაკორექტული და გაუწონასწორებელი არაერთი განცხადება. რაც უფრო მეტი იყო საქმისადმი პოლიტიკური ინტერესი, მით უფრო მძაფრი იყო მინისტრის რეაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამასთან, როგორც წესი, მისი განცხადებები არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტებს, არის უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მომავალში მაინც მოახერხებენ ისაუბრონ და იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს შეეფერება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42