საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფი, რომლის შექმნის საკითხზეც ინტერპარტიული პრემიერთან შეხვედრის დროს შეთანხმდა, საქმიანობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, პირველი სხდომის თარიღი დღეს უნდა დასახელდეს. თუმცა, როგორც აცხადებენ, ის მას შემდეგ გაიმართება, რაც პრემიერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
კვირიკაშვილთან შეხვედრის ფარგლებში დადგინდება ვინ იქნება ჩართული მუშაობაში კოალიციის მხრიდან.
ერთობლივი ჯგუფის მუშაობის გაჭიანურებას ინტერპარტიულში შემავალი ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ საარჩევნო გარემოში გასატარებელ და გადაუდებელ ცვლილებებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ცოტა არ იყოს გაიწელა პროცესი სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებისა, თუმცა, ჩვენ ამ ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ველოდებით კონკრეტულ თარიღს ამასთან დაკავშრებით“, - განაცხადა მამაუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






