მას შემდეგ რაც მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ერთმანეთს დაშორდნენ, ყოფილი ცოლ-ქმარი პრესასა და ტელევიზიას თავს არიდებდა. უამრავ მიზეზს ამბობდნენ იმის გამო, რომ ინტერვიუ არ შემდგარიყო. როგორც ჩანს ამ ტალღამ გადაიარა და ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. გიორგი უკვე მეორედ საუბრობს ყოფილ მეუღლეზე და ინტერვიუში უკვე თავს აღარ არიდებს პირად ცხოვრებაზე საუბარს. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მან მისი და სალომეს დღევანდელ ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„პირად ცხოვრებაში სიცარიელეა და ჩემთვის ვერთობი. მარტივადაა საქმე. ვტკბები თავისუფლებით... ობიექტები ყოველ დღე იცვლებიან, ვიღაც მომწონს, მერე მბეზრდება, ისევ მომეწონება და ისევ მბეზრდება. სერიოზული არაფერი ხდება“.
ხოლო შეკითხვას, სჯერა თუ არა მას, ცოლ-ქმრის გაშორების შემდეგ მათი მეგობრობის პასუხობს:
„ჩვენ არც მტრები ვართ და არც გადაფსკვნილი მეგობრები. ერთმანეთის მიმართ უდიდესი პატივისცემა გვაქვს. მის გამო დღემდე შემიძლია ბევრი რამის გაკეთება. ვიცი, რომ ისიც ანალოგიურად მოიქცევა. ვცდილობთ, რაღაც დონეზე ურთიერთობა შევინარჩუნოთ. როდესაც ადამიანთან რაღაც კარგი გაკავშირებდა, რაც უნდა მოხდეს მასზე ცუდს არ იტყვი. სისულელე იქნება ვთქვა, რომ მე და სალომე გადაბმული მეგობრები ვართ, მაგრამ ის ჩემთვის გულწრფელი მეგობარია. რამე რომ დასჭირდეს, ყველაფერს გავაკეთებ. სალომეს ორ თვეში ერთხელ თუ შევეხმიანები და ვკითხავ როგორ არის, რამე ხომ არ სჭირდება და ეს მოკითხვა ძალიან გულწრფელია. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის".
მასალის გამოყენების პირობები






