„ახალგაზრდა რესპუბლიკელები ვთვლით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა ავტონომიის მაღალი ხარისხი.
უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, სტუდენტების მოთხოვნების შესაბამისად, დამოუკიდებლად მართონ უნივერსიტეტი. დაუშვებელია, არაუფლებამოსილი პირების ჩარევა უნივერსიტეტის მართვაში, იქნება ეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საქმინაობა თუ სტუდენტური თვითმმართველობის განხორციელება.
კატეგორიულად მიუღებელია, სტუდენტების დაშინების პრაქტიკის გაგრძელება, რასაც ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალ აკადემიურ სივრცეში განათლების მიღების შესაძლებლობა განურჩევლად მათი შეხედულებებისა.
ჩვენ, ახალგაზრდა რესპუბლიკელები, მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტის ავტონომიას. მიგვაჩნია, რომ ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტის არსებობისათვის, ეფექტური მენეჯმენტისა და რეალური სტუდენტური თვითმართველობის განვითარება, შესაძლებელია მხოლოდ აბსოლუტური ავტონომიის პირობებში.“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






