რამდენიმე თვის წინ ლამაზმან ჯანეტ ქერდიყოშვილს უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა. მაშინ მან სატელევიზიო ინტერვიუში ცოლქმრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ის ამბობდა, რომ მთავარია კაცს უყვარდეს ცოლი, თორემ ცოლს ისედაც ეყვარება შვილების მამა, რომ მას არ აქვს პრეტენზია თანასწორ უფლებებზე, საკუთარი აზრის ქონაზე და იმაზე, რომ აუცილებლად სამსახური უნდა ჰქონდეს. რომ ეგოიზმია მოღალატე ქმრის მიტოვება, როცა დედა ხარ, რადგან ცოლის და ქმრის ღალატის შედარება არც შეიძლება. ცოლის ღალატი ქმრის"გაგულავებაზე” მეტად ამორალურია. ამჯერად კი მის საქართველო ჟურნალ „სარკესთან“ აბეზარ თაყვანისმცემლებზე ისაუბრა.
"ადრე ზრდილობის გამო ორ კვირაში, თვეში ერთხელ თუ გავცემდი პასუხს, მადლობას გადავუხდიდი. ბოლო დროს მივხვდი, რომ მაღიზიანებს ზედმეტი ლაპარაკი, ურთიერთობები, ჩემი ენერგიის დახარჯვა ამ ადამიანებზე. ამიტომ არავის ვცემ პასუხს. ზოგი თავხედობს, ზოგი ცოტა მეტს ითხოვს და ამომივიდა ყელში" - ამბობს ჯანეტი.
მასალის გამოყენების პირობები






