ენგურის ხიდზე პატიმრებს ცვლიან
პოლიტიკა - 17:00, 10 Mar, 2016     1634
ამ წუთებში ენგურის ხიდზე პატიმრების გაცვლის პროცესი მიმდინარებს. როგორც ადგილიდან „ნიუპოსტის“ კორესპოდენტი იტყობინება, ოკუპირებული აფხაზეთის ციხეში მყოფი 9 ქართველი გაათავისუფლეს. მათ დრანდაში მდებარე საპყრობილე ცოტა ხნის წინ დატოვეს. 8 მამაკაცი და ერთი ქალი ამ წუთებში ენგურის ხიდის სიახლოვეს, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის არის ყოფილი პარტიზანი ელდარ ცაგურია, რომელიც ოკუპანტებმა 5 წლის წინ დააკავეს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებს საქართველოს ტერიტორიაზე წინა ხელისუფლების დროს დაკავებულ რუს პირზე ცვლიან, რომელიც ტერორიზმის მუხლით არის გასამართლებული.

ამასთან, როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ენგურის ხიდიდან იტყობინება, რამდენიმე წუთის წინ გამშვები პუნქტი ჩაკეტეს და მოსახლეობას არ უშვებენ.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ქართული მხარე ტყვეების სანაცვლოდ 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების საქმეში მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას („კოჭოიას“) გათავისუფლებას დასთანხმდა.

თუმცა ეს ინფორმაცია „ნიუპოსტის“ კორესპოდენტს ადგილზე არ დაუდასტურეს. ჩვენი წყარო კი გვიყვება, რომ „კოჭოია“ გზიდან მოაბრუნეს დაახლოებით 13:30 საათზე, მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მედიის წარმომადგენელმა შეიტყვეს.

ადგილზე ამ წუთებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42