გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა - რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა
პოლიტიკა - 15:50, 10 Mar, 2016     1524
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო - აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი გასული წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ.

პრეზიდენტებმა ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ღრმადაა დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.

როგორც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოსათვის გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ შეთანხმების ხელმოწერას.

„აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულიის მიმართ.

პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღინიშნა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განხორციელებას, რადგან ეს პროექტი რეგიონში დამატებით რესურსებს გააჩენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42