საქართველოს აღმოსავლეთ სარდლობას პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს
პოლიტიკა - 15:47, 10 Mar, 2016     3961
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს. პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინა.

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ღირსეულ ოფიცრად დაახასიათეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო პოლკოვნიკ ტაბატაძეს ეს ძალიან მაღალი თანამდებობა, ამავე დროს, მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ის წარმოადგენს ზუსტად იმ ფორმაციის ოფიცერს, რომელსაც გვსურს, უკვე თანდათანობით ჩავაბაროთ მართვის სადავეები. მას აქვს საველე გამოცდილებაც და ძალიან მაღალი დონის სამხედრო განათლებაც, რომელსაც ის ამჟამადაც განაგრძობს გერმანიაში, შესაბამის სასწავლებელში. უახლოეს მომავალში დაგვიბრუნდება დიპლომით, გააგრძელებს თავისი სამსახურის შესრულებას და დარწმუნებულები ვართ, წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ისეთივე წარმატებული სარდალი იქნება, როგორი წარმატებულიც მისი სამხედრო კარიერაა.

„არჩევანი გენერალთან მრავალკვირიანი საუბრის შედეგად მარტივად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვეძებდით სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამეთაურო გამოცდილება, რომლებიც ჯარში არიან ათმეთაურიდან დაწყებული ბრიგადის მეთაურის ჩათვლით გამოცდილებით, ვისაც ნამსახურები აქვთ მისიებში, იციან ამ ტიპის გამოწვევების ყველა შუქჩრდილი. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან რთულ ვითარებაში სწრაფად ოპერირება, აქვთ შესაბამისი დასავლური განათლება და გამოცდილება. ორივე - აღმოსავლეთის და დასავლეთის მეთაურებიც, სწორედ, ამ ნიშნით შეირჩა. ვფიქრობ, რომ პოლკოვნიკი ჯაბახიძეც და პოლკოვნიკი ტაბატაძეც ქართული არმიის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრები არიან. ისინი არიან ახალგაზრდები და ესეც იყო ერთ-ერთი ნიშანი ყველა დანარჩენი სამხედრო მოსამსახურისთვის იმის სათქმელად, რომ თუკი მათი განათლება, გამოცდილება, ჯარში საქმიანობა იქნება მიმართული ერთადერთი ამოცანისკენ, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, აქვთ შანსი, დაწინაურდნენ, იყვნენ სამეთაურო რგოლში და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ორივე სარდალს მინდა წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ჯარი მხოლოდ მოგებული დარჩება ამ სიახლეების შედეგად “, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვრამეტი წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები - „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42