"შემოქმედის ეპარქიაზე თავდასხმები მიტროპოლიტის ანტირუსული განცხადებების გამო ხდება"
პოლიტიკა - 15:45, 10 Mar, 2016     1497

ადგილობრივი ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის მიერ, სოციალურ ქსელში შემოქმედის ეპარქიაზე "თავდასხმას" ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კვაჭანტირაძისა და მმართველი გუნდის მხრიდან შემოქმედელ მიტროპოლიტზე, მეუფე იოსებზე და შემოქმედის ეპარქიაზე განხორციელებული თავდასხმები განპირობებულია შემოქმედელი მიტროპოლიტის ანტირუსული განწყობებიდან.

უმრავლესობის და მათ შორის დეპუტატ კვაჭანტირაძის მხრიდან შემოქმედელ მიტროპოლიტზე თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის.

თავად შემოქმედის ეპარქიაზე შეტევები კი მას შემდეგ გაძლიერდა როცა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა, გასული წლის დასაწყისში, განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან ფაქტობრივად სხალთის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს, საჯაროდ უპასუხა, ამ უკანასკნელის მკვეთრად გამოხატული პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებების გამო.

გთავაზობთ შემოქმედელი მიტროპოლიტის განცხადებას, რომელმაც მაშინ საქართველოში ფართო რეზონანსი გამოიწვია და რის გამოც შემოქმედელი მიტროპოლიტი მმართველი კოალიციიდან ხშირითავდასხმების ობიექტი გახდა:

"“მე შემაძრწუნა ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა სასულიერო პირის ეპისკოპოსის ქადაგებამ. არ ვიცი არის თუ არა ეს მართალი, ძნელი დასაჯერებელია, და თუ მართალია, მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ერთგული და იქნება კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მოწამეობრივი ღვაწლისა. და თუ დღეს რომელიმე მღვდელი ან ეპისკოპოსი მოუწოდებს საქართველოს რუსეთის მონობისკენ სამწუხაროდ ამით პატივს არ სცემს ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ასევე სახელს უტეხს ეკლესიის ავტორიტეტს. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარნი კათოლიკოს-პატრიარქი და სამღვდელოება დაუღალავი შრომითა და ლოცვით მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ქვია. და ამ წმინდა გზაზე ინებოს ღმერთმა მალე გავსულივყვეთ. გამთლიანებულიყვეს და გაძლიერებულიყვეს საქართველო ”-შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42