მსახიობი თაკო ცქვიტინიძე ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც რუსეთში მოღვაწე მსახიობის, სტანისლავ ბონდარენკოს თბილისში ვიზიტს უკავშირდება. როგორც ჩანს თაკოს გული წყდება იმაზე, რომ ხალხისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტასის, დუმბაძის თეატრში სტუმრობა, ვიდრე ამავე თეატრის გუშინდელი პრემიერა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 მარტს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „ღამე და თუთიყუში“ პრემიერა შედგა.
„პოსტების და სტატუსების წერით არ გამოვირჩევი და ამას იშვიათად ვაკეთებ ხოლმე... ძირითადად ტკბილეულის გაზიარების დედა ვარ, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ გუშინ ჩემს თეატრში პრემიერა იყო. რატომღაც სტასის თეატრში მოსვლა ბევრად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო, რასაც მე პირადად არ ვიზიარებ. ეს ისე სხვათაშორის... მინდა მიულოცო წარმატებული პრემიერა მთელს შემოქმედების ჯგუფს“-წერს თაკო ცქვიტინიძე.

მასალის გამოყენების პირობები






