„შვილს არ ვუპასუხებ, რომ სიყვარული მარტო ქალს და კაცს შორის არსებობს. იმიტომ რომ ეს ტყუილია“
სოც.მედია - 13:07, 10 Mar, 2016     9218

„ნანუკას შოუს“ მორიგ გადაცემას დიდი გამოხმაურება მოყვა. გადაცემის თემა იყო სექსი. როგორც აღმოჩნდა ეს სიტყვა ყველას სხვადასხვანაირად ესმის და აზრთა სხვადასხვაობაც სწორედ ამან გამოიწვია. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთი სტუმრის კითხვაზე პასუხს, რომელსაც ნანუკამ უპასუხა. თუ რას ეტყოდა შვილს, თუ დაინახავდა, რომ ქუჩაში ორი მამაკაცი ერთმანეთს ჰკოცნის...

„აფეთქდა ფეისბუკი… ეს კარგია. არადა ხალხის ერთ ნაწილს რომ ჰკითხო, ვიღას უკვირს დღეს სექსის თემაო?! გადახედეთ კომენტარებს და მიხვდებით რომ ამ ქვეყანაში ბავშვების უმრავლესობა ჯერ კიდევ წეროებს მოჰყავთ.

ყველაზე დიდი აღფშოთება მოჰყვა ჩემს პასუხს კითხვაზე, რას ვუპასუხებდი შვილს, რომელიც კაცისა და კაცის "კოცნაობას" , "ზასაობას" (რაც გინდათ ის დაარქვით) დაინახავდა.

არ ვუპასუხებ, რომ სიყვარული მარტო ქალს და კაცს შორის არსებობს. იმიტომ რომ ეს ტყუილია. მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს.... მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ტყუილი, რომელშიც შვილი "გამომიჭერს" გაიზრდება თუ არა.

არის თუ არა ნორმა? მაგარი უცნაური სიტყვაა. ვისთვის ვინ და ვისთვის რა არის ნორმალური.

წყვილებზე გადაცემას ვაკეთებდი და ერთი გაგვახსენდა. ცოლი ჰყავს 22 წლით უმცროსი... ტრადიციული ქართული ოჯახი აქვთ, შვილები, ვახშამი მაგიდასთან, სიდედრზე ანეგდოტები, ცოლი "კუხნაში" (ფანტასტიურად ამზადებს).... არის თუ არა ნორმა?! როცა შვილზე პატარა ცოლი გყავს? ვიღაცისთვის არა. ვიღაცისთვის -კი.

მე კიდევ მგონია, რომ ნორმაა ყველაფერი სადაც სიყვარულია. იმიტომ რომ ღმერთია ჩემთვის სიყვარული.

და მნიშვნელობა არ აქვს ვინ გიყვარს. ქალი თუ კაცი, ქრისტიანი თუ მუსულმანი, რუსი თუ ამერიკელი, დედა თუ დედინაცვალი. როცა გიყვარს ადამიანი ღმერთის მეგობარი ხარ. ღმერთმა კიდევ მაგარი მეგობრობა იცის. როცა ხედავს, რომ გჩაგრავენ მაგრად გიცავს. იქ არის სადაც შენ ხარ და არა ისინი ვინც გჩაგრავენ.

მის გარეშე ამ ქვეყანაზე არც არაფერი ხდება . ამიტომაც არის რომ იცინის, როცა ჩვენ აქ რაღაცაზე ვბჭობთ...

წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას“-წერს ნანუკა ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42