დაურეგისტირებელი მიწის მოსახლეობისთვის უფასოდ გაფორმება - ენმ ინიციატივას პარლამენტი განიხილავს
პოლიტიკა - 12:17, 10 Mar, 2016     11118
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს გიგი წერეთლის და გიორგი ღვინიაშვილის ინიციატივას განიხილავს, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით მოსახლეობას ხელსუფლების მიერ დაურეგისტირებელი მიწის უფასოდ გაფორმება შეეძლება.

ენმ-ს წევრების თქმით მოქალაქეთა უმეტესობას არ გააჩნია საჯარო რეესტრში წარსადგენი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტი. მაგალითად, მამაპაპისეულ მიწაზე არ გააჩნიათ არანაირი საკუთრების დამდგენი იურიდიული დოკუმენტი, თუმცა ისინი ფაქტიურად ფლობენ და განკარგავენ უძრავ ნივთს. ასევე ხშირია შემთხვევები ზეპირი წესით ნასყიდობებთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მიზანია, მოქალაქეთათვის მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, საჯარო რეესტრის მიერ აღნიშნული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში რეგისტრაცია.

"მიწის ნაკვეთი, რომელზეც არსებობს მართლზომიერი საოჯახო საბუთები და ა.შ. მაგრამ არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შესაძლოა გახდეს სახელმწიფოს საკუთრება. ჩვენი კანონი მარტივია, ის ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ მოაგვაროს ეს საკითხი მოქალაქისთვის მარტივად უფასოდ, გააკეთოს რეგისტრაცია და გადასცეს მას საკუთრებაში," - განაცხადა გიგი წერეთელმა ინიციატივასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42