"ჩვენი ინტენსიური პარტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს მომავალს"- მარგველაშილი ბაქოში სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 11:53, 10 Mar, 2016     1094
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალური ფორუმის მონაწილე - 70 ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველო - აზერბაიჯანის მრავლსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოკავშირეობა და მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარემო მოკლე დროში საფუძვლიანად შეიცვალა. რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედს არღვევს რუსეთის მცოცავი ოკუპაცია საქართველოში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, მზარდი ტერორიზმის საფრთხეები და ლტოლვილთა კრიზისი.

როგორც მარგველაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, მგრძნობიარე და დაუცველ გარემოში, უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობის 15% იძულებით გადაადგილებული პირია, ამის მიუხედავად, საქართველო ახერხებს, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიებში. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო უზრუნველყოფს 8 ქვეყნისათვის ზღვაზე გასასვლელს, საქართველოს პორტების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შექმნაა. ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი უახლოეს მომავალში ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს გაზრდის. ეს კი, ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონი ახალი "აბრეშუმის გზის" პროექტის განვითარებისათვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს.

პრეზიდენტის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" და "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" ნავთობსადენების, TANAP-ის, TAP -ის ტრანსკასპიური გაზსადენები შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის და უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შექმის.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ პერსპექტივებს თითოეული ჩვენგანისთვის.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკომონიკაზე და სავაჭრო და ეკონომიკურ ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ეს ხელს შეუწყობს ბიზნესკონტაქტების დამყარებას და ინვესტიციების წახალისებას. ეს ხელშეკრულება საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მეორეს მხრივ, თურქეთთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინტენსიური პრტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს და დაცულ მომავალს ჩვენი მომავალი თაობებისათვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42