საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზი დრანდის ციხის ყოფილი უფროსის რუსლან ჯელიას ავტომობილის დაცხრილვა გახდა. გავრცელებული ინფომაციით აფხაზეთის საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა 7 მარტს ჯელიას ავტომობილის გაჩერება მოსთხოვეს, მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ კი მისი მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. მომიტინგეები ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობას დე ფაქტო შს სამინისტროს აკისრებდნენ, მათი თქმით ჯელიას მოძრობის წესები არ დაურღვევია და პოლიციელებმა მისი მისამართით პროვოკაციული ქმედებები ჩაიდინეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირებს რომლებმაც ჯელია ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, შს მინისტრისგან მისი დაკავება ქონდათ ნაბრძანები. თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი უწყებრივ გამოძიებას, რომელიც დრანდის ციხიდან საქართველოს მოქალაქის ბაჩუკი ლატარიას გაქცევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ლატარია ციხიდან 2015 წლის ნოემბრის თვეში გაიქცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით დრანდის ციხეში შიდაუწყებრივი მოკვლევა დაიწყო, ჯელია კი თანამდებობიდან დეკემბრის თვეში გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






