როდის დაიდება "მაესტროს" ფინანსური რეაბილიტაციის გეგმა - გაჩეჩილაძის კომენტარი
პოლიტიკა - 18:35, 09 Mar, 2016     1397
მაესტროს გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძემ ბიზნეს - კონტაქტის ავტორ გიორგი ისაკაძესთან და არხის ფინანსურ დირექტორ თემურ გაჩეჩილაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი ინფორმაციით, მას ტელეკომპანიის ფინანსური რეაბილიტაციის გეგმა აქვს და ის "მის თავშია".
გაჩეჩილაძე ამბობს. რომ ახლა მთავარი ამოცანა მხოლოდ ისაა, არ დაზიანდეს შ.პ.ს სტუდია მაესტროს შემოსავლები.
“მე და გიორგის გვქონდა ესეთი ლაპარაკი, შესაძლებელია რაღაც ვადაში ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობოთ მისი ინიციატივით, მაგრამ მანამდე ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეხვედრები დაგეგმილი იმასთან დაკავშირებით, რომ მაესტროს დღევანდელი ეთერი ეს არის მაესტროს პროდუქტი. შ.პ.ს სტუდია მაესტროს პროდუქტს აქვს 10 მილიონიანი შემოსავალი, ამ პროდუქტს ქმნის მათ შორის გიორგი ისაკაძის მიერ წარმოდგენილი პროდუქტები, აქედან გამომდინარე ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის მთავარი ამოცანაა, რომ არ დაზიანდეს შ.პ.ს სტუდია მაესტროს შემოსავლები,“ - აღნიშნა მაესტროს გენერალურმა დირექტორმა.
გაჩეჩილაძის გამარტებით, ტელეკომპანიის აუდიტის დასკვნის შესწავლის შემდეგ, დაიდება ფინანსური რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა.
“მთავარი საუბრის ორი თემაა, რომ პირველი გადაბარების საკითხი, რომელიც მრავალმხრივია, გადაბარებას სჭირდება აუდიტი, სჭირდება ინვენტარიზაცია, სჭირდება ფინანსური მოკლევადიანი, საშუალო და გრძელ ვადიანი გეგმები და მე ბატონმა თემურმა აღმითქვა, რომ ჩვენს შორის იქნება ძალიან სერიოზული თანამშრომლობა“ - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ხვალ ან ზეგ ტელეკომპანიაში დანიშნავს თავის მოადგილეს, რომელსაც არხის ფინანსურ დირექტორთან ექნება ურთიერთობა და ყველა საჭირო ოპერაციას ერთად განახორციელებენ.
ამასთან ლევან გაჩეჩილაძემ "მაესტროს" ჟურნალისტებს პეტიციის გაფორმება შესთავაზა.
„სარედაქციო პოლიტიკა იქნება დამოუკიდებელი. მზად ვარ, ჟურნალისტებთან ერთად გავაფორმო პეტიცია, რომელშიც ეს ყველაფერი იქნება ასახული" - განაცხადა „მაესტროს“ დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42