"საკმარისი მასალაა ხსნებული მახათის კალაძისთვის უკან მისატრიალებლად"- თარგამაძე კალაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 18:28, 09 Mar, 2016     3278
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გივი თარგამაძე ენერგეტიკის მინისტრს პასუხობს:

„დადასტურდა, რომ არა მხოლოდ ქოცი ქალბატონი მინისტრები ცქვიტობენ. მათ ეს ვაჟბატონიც უერთდება და ზვიგენის კონტროლქვეშ ერთად გამოსცემენ ჟურნალ ნიანგს.დღეს კიდევ ერთ სადეპუტატო შეკითხვაზე მივიღეთ პასუხად ფელეტონი. ამჯერად, უკვე ენერგეტიკის მინისტრისა და მთავრობის ვიცეპრემიერისგან. საინტერესოა, რომ ირონიის გამოსახატავად სიტყვა "მახათს" ხმარობს მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელსაც ჯღანაობისთვის ამდენი დრო აქვს.მინდა გასაგებად განვაცხადო:


1. მე წარვადგინე გადარიცხვის ფურცელი იმ სახით, რა სახითაცაა შედგენილი;
2. ის, რომ სამინისტროს ანგარიში მხოლოდ ხაზინაში აქვს, არანაირად არ ხდის დოკუმენტს ყალბს;
3. დოკუმენტის მიხედვით შეთანხმების გარანტორია კალაძის დეკლარაციაში მითითებული კომპანია "კალა კაპიტალი";
4. კალაძის მცდელობა, ესარგებლა ჟურნალისტის მიერ ამ ფირმის ბანკად მოხსენიებით და ყურადღება აქეთ გადაეტანა, ამწვავებს ეჭვს, რომ ამ გარიგების მთავარი მოთამაშე სწორად "კალა კაპიტალია";
5. უდიდესი ალბათობით, დოკუმენტში მითითებული TBC ბანკის ანგარიში ეკუთვნის "კალა კაპიტალს" ან რომელიმე სხვა კალაძის კერძო სტრუქტურას, რისი გარკვევაც მარტივად შეუძლია შესაბამის სტრუქტურას, რომლის ნების არარსებობის შემთხვევაში მე გამოვძებნი გზას ამის გადამოწმებისა;
6.კალაძის მცდელობა, გააბაიბუროს ფაქტი და არა თავად მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს სიმართლის დასადგენად, მარწმუნებს გადარიცხვისა და გარიგების უტყუარობაში;
7. ქართული ოცნების საარჩევნო "ზონდერჯგუფებს" რომლებიც ფუნქციობდა 20 დეკემბრამდე, ხელმძღვანელობდა კალაძის ცოლისძმა, იმ პერიოდში ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსი. მაგალითისთვის: იმ დღეს, როდესაც მიმდინარეობდა ენმ ოფისების ტოტალური დარბევა, ეს ჯგუფი დაახლოებით 100 კაცის შემადგენლობით მობილიზებული იყო ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში;
ამ ჯგუფებში შესაბამისო თანხის სანაცვლოდ სპორტსმენების, ძირითადად, მოჭიდავეების მობილიზაციას ახდენდა გეგა გეგეშიძე, ჭიკაიძის ყოფილი დაცვის უფროსი, მოჭიდავე, ლავას ოღლის საზღვარზე გადმომყვანი და სხვა კრიმინალურ ჯგუფებთან ხელისუფლების მეკონტაქტე. ჯგუფში მოპატიჟების ტექსტში ყოველთვის ხაზი ესმებოდა, რომ სტრუქტურა იქმნებოდა კალატოზას კონტროლქვეშ;
8. გეგა გეგეშიძემ სპორტში ერთერთ მაღალი პოზიციის პირს, რომლის დასახელებაც მისი თანხმობის გარეშე არ მსურს, შესთავაზა ამ პოზიციის ხელისუფლების სასარგებლოდ დათმობა დიდი არჩევნებისთვის კალატოზასთვის შესაქმნელ სპეციალურ (ზონდერ) სტრუქტურაში პოზიციის დაკავების სანაცვლოდ;
9. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისი მასალაა ბმის დასანახად და ხსნებული მახათის კალაძისთვის უკან მისატრიალებლად.
P.S. კალაძემ უკვე არაპირველად ახსენა, რომ მე სახლში მიზის კრიმინალი. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე და ორი ქალიშვილი. ეგებ ბატონმა ვიცეპრემიერმა დააკონკრეტოს, რომელზე აქვს ეჭვი?“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42