უმცირესობის მიერ მომზადებულ სავჩენკოს მხარდამჭერ რეზოლუციას კვაჭანტირაძე არ უერთდება
პოლიტიკა - 15:37, 09 Mar, 2016     1552

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე უმცირესობის მიერ მომზადებულ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე მიერთებას არ აპირებს. მიზეზად კი რეზოლუციის ავტორებს ასახელებს. კვაჭანტირაძის თქმით ის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სოლიდარულია, თუმცა უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტზე მიერთება მისთვის, ენმ-ს პოლიტიკურ რეაბილიტაციას ნიშნავს.

"დიდი სურვილი უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტს შევუერთდე არ მაქვს და მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დამოუკიდებლად გამოვხატავთ ამ თემაზე. ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტზე მიერთება ჩემთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ამით მათ რაღაცნაირად პოლიტიკურ რეაბილიტაციას ვუკეთებთ, ამის დიდი სურვილი ნამდვილად არ გამაჩნია," - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი კრიტიკის ობიექტი თბილისში გამართული ცოცხალი ჯაჭვის აქციაც გახდა, უმრავლესობის ლიდერის თქმით აღნიშნული ჯაჭვი საზღვარგარეთ როგორც სავჩენკოს მზარდამჭერი, ხოლო ქვეყნის შიგნით გაზპრომის საწინააღმდეგო აქციად გასაღდა.

"იმ დღეს გაკეთებული ჯაჭვი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკრაინაში გაყიდა, როგორც ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია და საქართველოს შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის გაყიდეს, როგორც აქცია არა გაზპრომს, ეს იყო დაცინვა იგივე ნადია სავჩენკოსი," - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42