ჩერნოვეცკი თურქული თევზსაჭერების წინააღმდეგ - ,,ადგილობრივი მეთევზეები ულუკმაპუროდ რჩებიან“
პოლიტიკა - 14:57, 09 Mar, 2016     1653
პოლიტიკური მოძრაობის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს, არჩილ ხაბაძეს მიმართავს. ლეონიდ ჩერნოვეცკი აჭარის ხელმძღვანელობისგან შავ ზღვაში თურქული თევზსაჭერი გემების შეზღუდვას მოითხოვს და ამ საკითხის მოსაგვარებლად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს. ჩერნოვეცკის მიმართვას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"პატივცემულო, ბატონო არჩილ!
მოგმართავთ, როგორც საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური მოძრაობის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი და ქალაქ ქობულეთის მაცხოვრებელი.
მე და ადგილობრივ მეთევზეებს დიდად გვაღელვებს ის ფაქტი, რომ შავი ზღვის ჩვენს აკვატორიაში მუდმივად იმყოფებიან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი სეინერები, რომლებსაც არა ერთი ათასი ტონა იმ მცირე ზომის თევზის რეწვის უფლება აქვთ მინიჭებული, რომელიც სხვა დიდი ზომის თევზების და ფრინველების საკვებს წარმოადგენს, და რაც აღარიბებს აჭარის სანაპიროს და გარდაუვლად აქცევს მას ზღვის უდაბნოდ. ამავე დროს, ადგილობრივი მეთევზეების მიმართ გამოყენებულია ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა გამოც ისინი იზღუდებიან თევზჭერაში. არათანაბარი პირობების არსებობის გამო, თავისთავად უარესდება ადგილობრივი მეთევზეების ცხოვრების დონე და სამუშაო პირობები! ისინი ულუკმაპუროდ რჩებიან!
გოგირდწყალბადის ჭარბი შემცველობის გამო, შავი ზღვა ისედაც არ გამოირჩევა თევზის მრავალფეროვანი ნაირსახეობებით და ის ფაქტი, რომ ამ დარგში ძირითადი რესურსი სწორედ თურქული სეინერების მიერ არის ექსპლუატირებული, ავლენს არარაციონალურ და უპატივცემულო დამოკიდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და ახდენს უარყოფით გავლენას ეკოსისტემაზეც. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონი ცნობილი ტურისტული ზონაა, თევზაობის პერსპექტივა და გადამფრენი ფრინველების უხვი რაოდენობა დიდ როლს თამაშობს ტურისტების მოზიდვაში.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ამ პრობლემის მოგვარებას და თქვათ უარი ამ საკითხის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
ჩემს მიერ შემოთავაზებული ეს წინადადება ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონის ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარდა ამისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ღირსეულად მუშაობის და ადგილობრივი წარმოების განვითარების საშუალებას მისცემს! მერწმუნეთ, ეს ადამიანები აუცილებლად იქნებიან თქვენი მადლიერნი!
იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ ჩემი თხოვნის შესრულების აუცილებლობაში, მე მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთან და უზრუნველვყო რეგიონის მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენა საქართველოს პარლამენტში!"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42