დამოუკიდებლად თუ კოალიციაში? - ,,ამ საკითხზე განსახილველადაც კი არ დავსხდებით“ - ,,ეროვნული ფორუმის“ გეგმები
პოლიტიკა - 14:50, 09 Mar, 2016     1510
როგორც ,,ნიუპოსტს“ გორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეროვნული ფორუმის წევრმა სოსო ვახტანგიშვილმა განუცხადა, ამ დღეებში შედგება ,,ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც გაირკვევა ზუსტი თარიღი, თუ როდის გაიმართება პარტიის ყრილობა.

_ყრილობაზე განვიხილავთ ძირითად აქტუალურ საკითხებს და მათ შორის კოალიციასთან ურთიერთობის საკითხსაც. პარტიის დელეგატებსაც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება ექნებათ.

_როგორ შეაფასებთ, რესპუბლიკური პარტიის განცხადებას, კოალიციასთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკელები კოალიციაში ნომერ მეორე პარტია არიან...

_ორ პარტიას შორის გარკვეული შეთანხმება, რომელიც ეხება ,,რესპუბლიკელებსა“ და ,,ქართულ ოცნებას“, ეს მათი გადასაწყვეტია და აქ ეროვნული ფორუმი არაფერ შუაშია, ამ კუთხით ჩვენ პრობელმა არ გვაქვს.

_განიხილავთ, რომ შეიძლება დატოვოთ კოალიცია?

_რაც შეეხება კოალიციაში ,,ეროვნული ფორუმის“ ყოფნა-არყოფნის საკითხს, ეს იქნება პარტიის ყრილობაზე გადაწყვეტილი და მინდა ერთი რამ დავადასტურო, რომ ,,ეროვნული ფორუმისთვის“ არ არის მთავარი კოალიციაში ყოფნა-არყოფნა, მთავარი არის ის თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში, როგორი იქნება საგარეო გამოწვევები. ეროვნულ ფორუმს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონია და არც ახლა აქვს. რამდენიმე დღის წინ მრეწველებმაც გააკეთეს განცხადება, რომ შეიძლება კოალიაციას მიმართონ წინადადებით, რომ ცალ-ცალკე იყარონ პარტიებმა კენჭი. თუ ამ მიმათულებით წავა პროცესები, ,,ეროვნული ფორუმისთვის“, კიდევ ვიმეორებ, არ არის პრობლემა ბარიერის გადალახვა. მაგრამ რამდენად იქნება ეს სწორი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კოალიციის დაშლა, ეს საკითხავია. მე ვფიქრობ, რომ ტრაგედია არცერთი მიმართულებით არ იქნება - არც დაშლა და არც იგივე ფორმით შენარჩუნება, რაც დღესაა. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ უფრო მასშტაბურად და სახელმწიფოებრივად. ,,ეროვნულ ფროუმს“ კოალიციაში არ მოუთხოვია არასოდეს არც კვოტები და არც რაიმე პირობები დაგვიყენებია. ჩვენ უპირობოთ შევედით კოალიციაში.

_განიხილავთ თუ არა იმას, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ შემოგთავაზოთ პიროვნულად გაწევრიანება და არა სუბიექტად ყოფნა კოალიციაში?

_გამორიცხულია, ასეთი რამ გამორიცხულია. ამ თემაზე არც კი გვექნება საუბარი არავისთან. პიროვნებების ნაკრების გაკეთება ამ პოლიტიკურ პროცესში მიუღებელია, ამ საკითხზე განსახილველადაც კი არ დავსხდებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42