მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან წინასაარჩევნოდ ამ თემის შემოტანა ეჭვებს ბადებს, რომ ეს პოლიტიკური ინტერესებისთვის გადადგმული ნაბიჯია.
ალასანია მოსაზრებას, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ევროკავშირი ითხოვს რუსული პროპაგანდის ნაწილად აფასებს.
"ეს საკითხი კანონით სწორად არის დღეს დარეგულირებუილი და ქორწინება ეს არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირი.
როდესაც ამ თემის შემოტანა ხდება წინასაარჩევნოდ, ბუნებრივია ყველას გვიჩნდება ეჭვი, რატომ აკეთებენ ამას ახლა, რატომ გახდა ეს აქტუალური დღეს. ბუნებრივია, ამის უკან შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მოტივები.
მეორე მხრივ, მე როდესაც ვხვდები ხალხს, ხშირად ჩემდა გასაკვირად, როდესაც სოციალურ საკითხზე ვლაპარაკობთ, წამოუწევიათ ეს თემა, რომ ეს ევროპა რას გვიშვრება, მართლა გვთხოვენ ჩვენ, რომ დავაკანონოთ ერთი სქესის ადამიანების ქორწინება? ეს ხომ, რა თქმა უნდა, არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. აქედან გამომდინარე "თავისუფალი დემოკრატები" ვთვლით, რომ თუკი კონსტიტუციაში ეს აისახება, ამით წერტილი დაესმება ასეთ სპეკულაციებს. ამიტომაც თუკი ეს საკითხი გავა საქართველოს პარლამენტში, "თავისუფალი დემოკრატები" მას მხარს დაუჭერენ"
მისი თქმით, ამ საკითხის კონსტიტუციურად განსაზღვრა ევროპისადმი საზოგადოებაში ნიჰილიზმს შეამცირებს.მასალის გამოყენების პირობები






