"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარ ფაქტს მკვლელობის მცდელობად აფასებს.
მისი თქმით, დაზიანებები ბეისბოლის ჯოხით და ჩაქუჩითაც მიაყენეს.
"ლევან მიქელაძის სასაფლაოზე საუბრის დროს უკნიდან ლაჩრულად განხორციელდა თავდასხმა, იყო ბლაგვი საგანი, ჩაქუჩი. სერიოზული ფიზიკური აღნაგობის ადამიანისგან, რომელიც ცდლობდა თავის არეში მოეყენებინა დაზიანება, განახორციელა კიდეც დარტყმა საფეთქლების მიდამოში. ეს არ იყო მსუბუქი დაზიანება. ჩაქუჩს როცა თავის არეში უმიზნებ, არავის აქვს განსაზღვრული დაზიანებისთვის უმიზნებ თუ მის მოსაკვდინებლად. როდესაც ძლიერი ფიზიკური აღნაგობის ადამიანი სახის და თავის არეში ახორციელებს ჩაქუჩით თავდახმას ეს არის სერიოზული დაზიანება და არა უბრალოდ თბილისური გარჩევა.
მუცლის არეშიც იყო სროლა რის გამოც განხორიცელდა მეორე ურთულესი ოპერაცია. ეს ტყვია მემკვიდრეობით მაქვს ორგანიზმში"- აღნიშნა პეტრიაშვილმა "არჩევანში" სტუმრობისას.
მისი ვარაუდით ეს კარგად დაგეგმილი მკვლელობის მცდელობა იყო. პეტრიაშვილის განცხადებით მას უთვალთვალენდნენ.
"ამას ვასკვნი ლოგიკურად. თავამსხმელი ჩაქუჩს ყასაბივით იყენებდა. საქმეში იარაღიც კი ჩაერთო"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






