გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საქართველოში და კვოტირების სისტემის დანერგვას
პოლიტიკა - 21:03, 08 Mar, 2016     1579
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი თავდაცვის სამინისტროში გენდერული კვირეულის - „ქალი ქვეყნის სამსახურში“ - დასკვნით შეხვედრას დაესწრნენ. ღონისძიება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

გენდერული კვირეულის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროში წარმოდგენილი იყო ქართველი სამხედრო მოსამსახურე ქალების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა, რომელიც მაკა ჩიჩუამ, გიორგი აბაშიშვილმა და ირინე იმერლიშვილმა დაათვალიერეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში:

„ მინდა ყველა ქალს მივულოცო 8 მარტი და აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიამ არაერთი გმირი ქალბატონის სახელი და გვარი შემოგვინახა. დღეს ჩვენ თავდაცვის სამინისტროში ვიმყოფებით, აქ სამხედრო მოსამსახურეებისა 7 % ქალბატონია. დღეს ჩვენ აქ ვხედავთ გმირებს, გმირ ქალბატონებს, რომელბიც ჩვენს ქვეყანას იცავენ. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად ქალთა როლის გაძლიერება. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების 50% ქალბატონია, ისინი სამოქალქო პოზიციებზე მუშაობენ, საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი თანამშრომლების 54% ქალია, ეს არის მაგალითების ერთი ნაწილი და არა ამოწურვადი, რომელიც გვაჩევებს რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გასული წელი ქალთა წლად გამოაცხადა, პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საქართველოში და კვოტირების სისტემის დანერგვას, მიგვაჩნია რომ ქალთა როლი პოლიტიკაში არის განუზომელი, და ქალთა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოსაყენებელია.“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღეს, ასევე მაკა ჩიჩუამ და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, ფოტოგრაფ გიორგი ცაავას პერსონალური ფოტო გამოფენა - „ცხრა“ დაათვალიერეს, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.

პირველმა ლედიმ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და საქმიანობის 9 ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ქალბატონი მონაწილეობდა:

"პირველ რიგში, ვულოცავ ყველა ქალს ქალთა საერთაშორისო დღეს! ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულსა და ყველაფერს საუკეთესოს. ეს პროექტი სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც სხვა ხელოვანებსაც მისცემს იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი იმუშაონ მსგავს თემაზე. ამ ნამუშევრებით გამოჩნდა, რომ ფანტასტიკურად შეიძლება წარმოაჩინო ეტლით მოსარგებლე სპორტსმენი ქალი ასეთ ლამაზ და მომხიბვლელ ფორმაში“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42