მუშების თქმით, ბაღი, რომლის მშენებლობაც მათ 6 თვის წინ დაასრულეს, ხელფასები კომპანიისგან ამ დრომდე არ მიუღიათ.
"2 თვეზე მეტი ვიმუშავე ბაღის მშენებლობაზე, თუმცა ხელფასი არ მიმიღია. არ ვიცი ვის მივმართო და დახმარება ვის ვთხოვო. 18 ადამიანი 6 თვეა ხელფასს ველოდებით,"- აცხადებს ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული ანტონ ირემაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარემ გიორგი თევდორაძემ ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და შესაბამის ორგანოებს პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
როგორც ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე გიორგი თევდორაძე აცხადებს:
"მიუხედავად იმისა, რომ ის საბავშვო ბაღი, 6 თვის წინ ჩააბარეს, ათეულობით ადამიანს ხელფასი არ მისცეს. ვერავინ გამოძებნა დრო, რომ ამ ადამიანების პრობლემებით დაინტერესებულიყვნენ. მივმართავ ყველას, ქუთაისის მერიას, ქალაქის პროკურატურას, დაინტერესდნენ ამ ადამიანებით და მისცენ ხელფასები".
მასალის გამოყენების პირობები






