,,დედის დღე მესმის, მამისაც კარგი იქნებოდა... 8 მარტი არ მესმის და მომკალით...“ - თინა ხიდაშელი
სოც.მედია - 17:09, 08 Mar, 2016     4355
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და 8 მარტს თავისებურად ხსნის:

,,დედის დღე მესმის, მამის დღეც რომ გვქონდეს ძალიან კარგი იქნებოდა, ასე მგონია, ბევრ ქვეყანაში აქვთ, სასიამოვნოა კიდევ ბევრი დღე მესმის, 8 მარტი არ მესმის და მომკალით.

დღესასწაული ასე მესმის -- უნდა მიულოცო, ადამიანებს მოეფერო, განსაკუთრებით მოექცე, დააფასო. რაღაც ასეთი.

თუმცა ალბათ ყველას ჩვენებურად გვესმის ის რის გამოც 8 მარტი საჭირო გახდა.

ხოდა შევეცდები მოგილოცოთ ქალებო.

პირველ რიგში ქალებო! ძალიან მაგარი სიტყვაა, საქართველოში რატომღაც ეუხერხულებათ -- ქალბატონებს, მანდილოსნებს ამბობენ. ქალი თითქოს ცუდი სიტყვა იყოს. არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ. დააკვირდით, მე ხშირად მიგრძვნია. შენიშვნაც კი მიმიცია.

ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ის არის, რომ ჩვენ რომ ოთახს დავტოვებთ დარჩენილებმა ამრეზით, ან დანანებით, ან სისუსტის აღმნიშვნელი მიმიკით არ გამოგვაყოლონ მზერა. შენი თანდასწრებით თანასწორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც თანასწორად განგიხილავდნენ;

შენი თანდასწრებით პარტნიორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც გეპარტნიორებოდნენ;

შენი თანდასწრებით -- ადვილად მისაღწევი ჩანს უკვე. ეს ბრძოლა მეტნაკლებად მოგებულია.

შენს არ ყოფნაში -- მიმიკის და მზერის ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ საკუთარ თავსაც და გისურვებთ ქალებო!!!!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42