"იმ ქალებს მივულოცავ, სხვა ქალების გასახარებლად ყვავილებს რო ყიდიან..."
სოც.მედია - 16:28, 08 Mar, 2016     3135
თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ბლოგერი დავით გორგილაძე ფეისბუკზე 8 მარტთან დაკავშირებულ ბავშვობის მოგონებას აქვეყნებს. ჩანაწერი 2 წლის წინ არის გაკეთებული, ისტორია კი უფრო ძველია, თუმცა კვლავ აქტუალური:


"იმდროინდელ ამბავს გიყვებით, ის-ის იყო ვანო ზოდელავა თბილისის მერი გამხდარიყო.

ასეთივე ტალახიანი 8 მარტი გათენდა. ცა მხრებზე მეწვა. თითქოს. ქალთა დღისა ვერც მაშინ გამეგო ვერაფერი. მამაჩემი ბაზარში დამატარებდა. ვცდილობდი თან მის ქურთუკს ჩავბღაუჭებოდი, თან ამოტალახებულ ორმოებში ფეხი არ ჩამეკრა. არცერთი გამომდიოდა. დროდადრო ცალ მუჭში ჩაჭმუჭნული ცხვირსახოცით ცინგლებს ვებრძოდი.
სახლში წამოსვლისას, ყვავილებთან შევჩერდით. მამაჩემმა იების ბევრი კონა იყიდა დედაჩემისთვის და ბებიასთვის. ახალგაზრდა ქალი ყიდდა. თმა ახალი შეღებილი ჰყონდა. იაფფასიანი საღებავი ყურისძირებში ჩამოსვლოდა. ტყავის მოკლე პალტო ეცვა, რომელიც ნესტს დაემძიმებინა და იდაყვებთან გაჩანაგებულიყო. გამოვბრუნდით.
ჰოდა, მერე რაღაც ძალამ მაიძულა, მამაჩემისთვის იების 1 კონა გამომერთმია და იმ ქალისთვის მიმერთმია.
ვაა, როგორ გაუკვირდა. გაშეშდა, გაქვავდა, გაფითრდა, ენა ჩაუვარდა. მობრუნებამდე ისღა დავინახე, რომ ჩემი ნაჩუქარი ყვავილი ცალკე დადო, დანარჩენებს არ შეურია.
8 მარტისა დღემდე ვერაფერი გავიგე, მარა, აი, იმ ქალებს მივულოცავ, სხვა ქალების გასახარებლად, აემ ამინდში ყვავილებს რო ყიდიან."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42