პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება იმ გამოწვევებზეც გაამახვილეს, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, არამედ მთელი დემოკრატიული საზოგადოების წინაშე დგას.
„ევროპელ სტუმართან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ საერთო საფრთხეებზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ დემოკრატიულ სამყაროს ემუქრება. ამ თვალსაზრისით, ეუთო საქართველოს უყურებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას უსაფრთხოების სისტემაში. ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ პრობლემებად მიგვაჩნდა დიდი ხნის განმავლობაში და სხვები ამას თვლიდნენ საქართველოს პრობლემად, კერძოდ, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, დღეს ყველას მიერ გაცნობიერებულია როგორც საერთო პრობლემა. ეს პოზიტიური მიდგომაა, რომ საქართველო არის კოლექტიური მცდელობის პროცესში, რომ შევაჩეროთ რუსული საფრთხე და მივაღწიოთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო, გარდა რუსეთისა და კიდევ სამი ქვეყნისა, ხედავს სრულიად ცალსახად, რომ საქართველო არის ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“- აღბუშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები






