"მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას - ლომბარდები. არასდროს არ მყავს ნანახი აღნიშნული პიროვნება. არავითარი გადაკვეთა არ მქონია მასთან. 5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩებისა და ბეისბოლის ბიტების მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ. მეორე პიროვნების ამოცნობა გამიჭირდება, რადგან ის ნიღბით მუშაობდა. პირად ანგარიშსწორებას რაც შეხება, ეს პიროვნება არადროს მინახავს და მასთან რა დაპირისპირება უნდა მომსვლოდა. პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, საქმე არ იქნება გამოძიებული, ვიდრე არ იქნება დაკავებული დამკვეთი და მეორე შემსრულებელი.
"ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული, და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ამით ნათელი სიგნალი უნდა მივცეთ სხვებს, რომ მათ თავში არასდროს მოუვიდეთ აზრად, აიღონ ფული და გაიმეტონ ადამიანი სასიკვდილოდ.
"საბედნიეროდ ერთი წამით არ დამიკარგავს გონება და ყველა დეტალი მახსოვს, თუ როგორ ახორციელებდნენ ჩემზე ძალადობას. ვურჩეევ დამნაშავეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აღნიშნული პიროვნება, რომელიც დააკავეს არასდროს არ მყავს ნანახი"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






