კრიმინალმა "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს1 100 000 დოლარი გადაურიცხა- გივი თარგამაძე
პოლიტიკა - 13:15, 08 Mar, 2016     3303
„ერთიანი ნაციონაური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ, მილიონზე მეტი დოლარი მიიღო ცნობილ კრიმინალ დავით ქარსელაძისგან.

"კონკრეტული შეკითხვები მაქვს ვიცე-პრემიერთან - მაქვს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. გარანტორი არის სწორედ ვიცე-პრემიერის პირადი ფირმა "კალა კაპიტალი". რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად "კალატოზა", რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში.

მიუხედავად იმისა, რომ ის ძებნილის სტატუსით იმყოფებოდა, მშვიდად დააბიჯებდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთ-ერთ ბანკს არეკეტებდა და სარგებლობდა უმაღლესი მფარველობით. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მისი "მოღვაწეობა" აღიკვეთა, მან სასჯელი მოიხადა და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, დღეს კი სოჭში ცხოვრობს.

კითხვაა შემდეგი - რა მშენებლობაზეა საუბარი? რა შეთანხმებაზე კრიმინალთან? რა წარმომავლობის ფულია - კრიმინალური ობშიაკი თუ რუსული სპეცსამსახურების? რამდენად იღებს კალატოზა აქედან სარგებელს და რამდენადაა დაკავშირებული ამასთან კალაძის მიერ ორგანიზებული ზონდერჯგუფების შექმნა?!

იმედს გამოვთქვამ, რომ კახა კალაძე აღნიშნულ შეკითხვებს ხვალ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხს გასცემს. "





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42