თბილისის ავტობუსების პარკის განახლებაზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება
პოლიტიკა - 10:48, 08 Mar, 2016     1059

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას და ევრობანკის მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანსი მალიჟის შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, როგორიც მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაა, კერძოდ საუბარი შეეხო: ავტობუსების პარკის განახლებას, მეტროს მოდერნიზაციას და საბაგირო გზების განვითარებას. ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილეს, ისაუბრეს ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლებასა და გარე განათების სისტემების გაუმჯობესებაზე.

ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ახალ ავტობუსებზე ტენდერი ამ დროისათვის მიმდინარეა და სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება. მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტი იქნება ნათელი მაგალითი ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისა.

„გარდა ავტობუსების ტენდერისა, რაც მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვისაუბრეთ, ასევე, სამომავლო თანამშრომლობაზეც, ისეთ საკითხებზე როგორიცაა - მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლება, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, განვიხილეთ ასევე, თბილისის მეტროპოლიტენის და საერთოდ, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შემდგომ მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა და ასევე, გარე განათების თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც მათი მხრიდან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა გვაქვს შემოთავაზებული, თუმცა საჭიროა უფრო მეტი დეტალიზაცია ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. შესაბამისად, მივიღეთ თანხმობა და ვაგრძელებთ ყველა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ EBRD-ის წარმომადგენლებს დედაქალაქში გადაადგილების გამარტივებისა და ტრანსპორტის ეკოლოგიურობის გაუმჯობესების კუთხით არსებული ხედვაც გააცნო. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, აღნიშნული ხედვა 5 ძირითად პრინციპს და მიმართულებას ეყრდნობა, ესენია : ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტის განვითარება, ადგილობრივი რეგულაციები, ტექნოლოგიური მიმართულება და ცნობიერების ამაღლების კამპანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42