მმართველობის მონაცემთა ალიანსი – საქართველოს 2015 წლის მდგომარეობის შეჯამება
პოლიტიკა - 10:33, 08 Mar, 2016     1308
მმართველობის მონაცემთა ალიანსი (Governance Data Alliance) ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ასპექტზე, რითიც ცდილობს ხელი შეუწყოს დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას.

მმართველობის მონაცემთა ალიანსმა უკვე გამოაქვეყნა 2015 წლის ზოგიერთი მონაცემი. გამოქვეყნებული მაჩვენებლები მოიცავს შემდეგი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინდექსების შედეგებს: მსოფლიო ბანკი (World Bank), საერთაშორისო გამჭვირვალობა (Transparency International), ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Governance Partnership), საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა (International Budget Partnership), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი (World Justice Project), სამართლიანობისა და დემოკრატიის ცენტრი (Centre for Law and Democracy), World Resources Institute, Freedom House, Global Integrity, Global Financial Integrity და Natural Resource Governance Institute. გთავაზობთ საქართველოს შედეგებსა და მათ შედარებას სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ესტონეთის მაჩვენებლებთან.

მსოფლიო ბანკის ინდექსი სახელწოდებით „მოქალაქეთა ჩართულობა სამართალშემოქმედებით პროცესში“ მოიცავს 185 ქვეყანას და აფასებს მოქალაქეებისა და კომპანიების ჩართულობის დონეს სახელმწიფოს მიერ ბიზნეს რეგულაციების შემუშავების პროცესში (0 - ძალიან დაბალი ჩართულობა, 6 - ძალიან მაღალი ჩართულობა). კვლევა ასევე მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ახალი რეგულაციების შედეგების შეფასებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის მიმართულებით. 2015 წლის მონაცემებით საქართველოს - 3, სომხეთს - 2.40, აზერბაიჯანს - 2, მოლდოვას - 4.40, ხოლო ესტონეთს - 6 ქულა მიენიჭა.

სამართლიანობისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ შემუშავებული რეიტინგი აფასებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს გამართულობას. კვლევა მოიცავს ინდიკატორთა 7 ძირითად კატეგორიას. ესენია: ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება, გამოყენების ჩარჩო, ინფორმაციის მოთხოვნის პროცედურები, გამონაკლისები და უარი მოთხოვნაზე, გასაჩივრება, სანქციები და მფარველობა, წამახალისებელი ღონისძიებები. 2015 წლის მონაცემებით მე-16 ადგილზეა მოლდოვა 110 ქულით, აზერბაიჯანი - მე-11 ადგილზე 115 ქულით, საქართველო - 32-ე ადგილზე 97 ქულით, სომხეთი - 34-ე ადგილზე 96 ქულით, ხოლო ესტონეთი - 38-ე ადგილზე 94 ქულით. რეიტინგის მაქსიმალური ქულაა 150.

მმართველობის მონაცემთა ალიანსის 2015 წლის ანგარიში ასევე მოიცავს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ და მუდმივ კონსულტაციებს გადიან სამოქალაქო საზოგადოების სექტორთან. ამ სიაში მოხვდა: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და ესტონეთი, თუმცა ვერ მოხვდა აზერბაიჯანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42