აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი- საქართველოსა და იაპონიას შორის შეთანხმებები გაფორმდა
პოლიტიკა - 10:29, 08 Mar, 2016     3807

2016 წლის 7 მარტს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების გაცვლის გზით ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტთან (II) დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო იაპონიის მხრიდან - საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანმა. შეთანხმება ითვალისწინებს 4.41 მილიარდი იაპონური იენის ოდენობის დამატებითი დაფინანსების (დაახლოებით 38.5 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს (II) მოხმარდება. პარალელურად, სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უზბეკეთის ოფისის ხელმძღვანელი კაცუტოში ფუშიმი.

გაფორმებელი დოკუმენტები ითვალისწინებს იაპონიის მთავრობის მიერ, JICA-ს მეშვეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. პროექტის ფარგლებში ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო ქუთაისის ახალი შემოვლითი-სამტრედიის გზაზე და ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საყურადღებოა, რომ პროექტის დასაფინანსებლად შესაბამისი ხელშეკრულებები 2009 წელს გაფორმდა, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს გამოეყო 17.722 მილიარდი იაპონური იენი გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის სახით.

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გაწეული ამგვარი დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას, რაც გულისხმობს საქართველოს სწრაფ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42