„აღარ ვარ თავქარიანი, მაგრამ ჯერ ისევ გიჟი და გადარეული ვარ...“
სოც.მედია - 09:12, 08 Mar, 2016     2499

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია დღეს იუბილარია, მას 45 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში უკვე ძალიან ბევრი ადამიანის მილოცვა მიიღო და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ის უამრავი უცნობისა თუ ნაცნობისთვის საყვარელი და პოზიტიური ადამიანია. რაც შეეხება თავად ინგას, მან ყველას დაასწრო და პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც თვისი ცხოვრების 45 წლის ერთგვარი შეჯამება გააკეთა.

„აქტიური ცხოვრებისთვის ალბათ მაქსიმუმ 15 წელიღა დამრჩა... საკმაოდ გართულდა ცხოვრება, რაც წლები მომემატა, თუმცა უფრო მეტად შემიყვარდა ეს ჩემი ცხოვრება.... აღარ ვარ თავქარიანი, მაგრამ ჯერ ისევ გიჟი და გადარეული ვარ... აღარ მჯერა ზღაპრების, მაგრამ მჯერა ზღაპრული სიკეთეებისა და ზღაპრული სიყვარულის.. ასჯერ მეტად მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ცხოვრებამ შემახვედრა სიხარულებისა და წყენების მიუხედავად... ზოგი დავკარგე.... ზოგი უფრო მეტად დავიახლოვე, მაგრამ ყველას თავისი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და ყველას მიმართ მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ და მეტს არაფერს… კანონზომიერება, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ აღმასვლას აუცილებლად მოსდევს ხოლმე დაცემა და დაცემას მერე ისევ აღმა სვლა... რომ სინათლეს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე სიბნელე და მერე ისევ კაშკაშა სინათლე ... მერე ისევ სიბნელე და მერე ისევ სინათლე. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი ადრეული ახალგაზრდობის ფოტოები და უფრო და უფრო მძულს ჩემი ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთი--სასწორი... უფრო მეტი და მეტი დროის გატარება მინდება ხოლმე ჩემი სახლის კედლებში, მეცამეტე სართულზე გამოკეტილს, სადაც ხუთი წლის წინ, ღამის ორ და სამ საათამდე ძალითაც ვერ შემიყვანდა ვერავინ... მოკლედ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი უკან მოვიტოვე..: მგონი მართლა დავბერდი ამ ორომტრიალში… 45 წლის შევსრულდი და ისევ მხოლოდ ახლახანს მომიწია ყველაფრის ახლიდან დაწყება... სე ლა ვიიიი… რაღაც ლირიულად გამომივიდა და ალბათ ესეც ჩემი 45-ე დაბადების დღის ბრალია“-წერს ინგა გრიგოლია ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42